3, 4 და 5 ოქტომბერს ჯპს-ის ბრენდის 29 წლის იუბილესთან დაკავშირებით ფასდაკლებების ფესტივალი დაიწყო.
ისარგებლე სადღესასწაულო ფასდაკლებებით თავის მოვლისა და კოსმეტიკის რჩეულ ბრენდებზე, საბავშვო კატეგორიაზე, ვიტამინებზე, ტექნიკასა და ჩვენს ქსელში არსებულ ათასობით პროდუქტებზე.
ჯპს ქულებით გადახდის შემთხვევაში კი თქვენს მიერ შერჩეული ნებისმიერი პროდუქტის ფასი კიდევ განახევრდება.
ამ პერიოდის განმავლობაში მომხმარებლები შეძლებენ ისარგებლონ ჯპს-ის ყველაზე მოთხოვნადი სერვისებით:
- დერმატოლოგის უფასო კონსულტაცია, რომელიც 3 D აპარატით ჩაატარებს კანისა და თმის დიაგნოსტიკას;
- ვიზაჟისტის სერვისი, რომელიც დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ თქვენზე მორგებული პროდუქტები; თქვენ გაქვთ შესაძლებლობა თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით ისწავლოთ ყოველდღიური მაკიაჟის მარტივი ხრიკები.
სადღესასწაულო დღეების ფარგლებში იგივე შეთავაზებები გავრცელდება ჯპს-ის აპლიკაციასა და ვებგვერდზეც, 100 ლარიან და მეტ შენაძენზე მომხმარებლები ისარგებლებენ უფასო მიწოდების სერვისით (www.gpc.ge )
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჯპს-ის ოფიციალური ფეისბუქისა და ინსტაგრამის გვერდებზე, ასევე სხვადასხვა ბიუთი ჯგუფებში ბრენდების ათეულობით სასაჩუქრე ბოქსი გათამაშდება.
ხარისხი, მომხმარებელზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა ის მთავარი ღირებულებებია, რაზეც ჯპს-ის ბრენდი უკვე წლებია დგას. უკვე 29 წელია, ჯპს არის აფთიაქი და მეტი. დაარსების დღიდან ბრენდი მუდმივად ცდილობს სააფთიაქო ჩარჩოებიდან გამოსვლას და მომხმარებლისთვის სრულიად ახალი, ინოვაციური პროდუქტების ან სერვისების შეთავაზებას.
R