ნინი კვერნაძე სოციალურ ქსელში ახალ, ულამაზეს კადრებს გვიზიარებს. როგორც კადრებიდან ირკვევა, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, ბუდუ ზივზივაძის მეუღლე ესპანეთში ისვენებს.
ნინი კვერნაძე და ბუდუ ზივზივაძე
"ერთმანეთი სოციალურ ქსელში გავიცანით. როგორც დღეს არის, მაშინ ბუდუ ასეთი ცნობილი და წარმატებული ფეხბურთელი არ იყო. ორივე ქუთაისიდან ვართ, ბევრი საერთო ნაცნობი აღმოგვაჩნდა. ჩვენ შორის სიმპათია პირველსავე შეხვედრიდან გაჩნდა, რომელიც შემდგომ განვითარდა და ოჯახის შექმნით დაგვირგვინდა. მაშინ ბუდუ დანიიდან ერთი კვირის ჩამოსული იყო, თბილისის "დინამოში" თამაშობდა. - რომ დავინახე, გარეგნობით ძალიან მომეწონა. იყო საკმაოდ მორცხვი, თავმდაბალი. ბუდუ ძალიან თბილი და მოსიყვარულე ადამიანია. - გაცნობიდან დაახლოებით 6 თვის შემდეგ გამომიტყდა, რომ ვუყვარდი. ეს არ ყოფილა ახლობლების, მეგობრების თანდასწრებით, მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით. - სანამ ოჯახს შევქმნიდით, იყო შემთხვევები, როცა თამაშზე დასასწრებად მისთვის მოულოდნელად მივდიოდი. ბუდუს თამაშზე სხვა ქალაქში ჩავსულვარ. როცა "ტორპედოში" გადავიდა, მაშინ მე თბილისში ვცხოვრობდი, მაგრამ ქუთაისში აბსოლუტურად ყველა თამაშზე ჩავდიოდი. ეს მისთვის დიდი სტიმული იყო.ძალიან იშვიათად ვკამათობთ, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული ადამიანები ვართ. განსხვავებული შეხედულებები გვაქვს, თუმცა ამას მივეჩვიეთ, ერთმანეთი ისეთები მივიღეთ, როგორებიც ვართ და ერთმანეთის აზრს პატივს ვცემთ. შესაბამისად, კამათიც თითქმის არ გვაქვს.
ძალიან ყურადღებიანი და კარგი მამაა, შეუძლია, ბავშვს ისე მოუაროს, როგორც თავად ვუვლი, საკვების მომზადება, ბანაობა, პამპერსის გამოცვლა... ყველაფერი ეხერხება. შემიძლია, მთელი დღის განმავლობაში შაი ბუდუსთან ისე დავტოვო, არ ვინერვიულო. თავიდანვე მქონდა ჩანაფიქრი, ისეთი სახელი დამერქმია, რომელიც არავის ერქმეოდა. ეს სახელი "შაი" თავად მოვიგონე, მერე ეს სიტყვა "დავგუგლე" და აღმოჩნდა, რომ ებრაული სახელია და "საჩუქარს" ნიშნავს. განმარტებაც ძალიან მოგვეწონა, სახელიც მოგვწონდა და მერე სხვა სახელზე აღარც გვიფიქრია", - ამბობდა ნინი კვერნაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.
თავად ბუდუც აღნიშნავს, რომ ოჯახს, მეუღლესა და შვილს, მშობლებსა და დას მის ცხოვრებაში დიდი როლი აქვთ. ისტორიული გამარჯვების შემდეგ მან სწორედ მეუღლეს მისწერა პირველად და ემოციები გაუზიარა.