პროდიუსერი ნოე სულაბერიძე და მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი პატარა ანნასთან ერთად ვენაში მოგზაურობენ.
ცნობილი წყვილი მოგზაურობიდან კადრებს თავის გამომწერებს უზიარებს.
ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი
ნოე სულაბერიძე უკვე არაერთი წელია, ტელევიზიაში მუშაობს. მისი კარიერა 2005 წელს იწყება მარკეტინგულ–სარეკლამო სააგენტო „სარკეში“, სადაც სარეკლამო ვიდეორგოლების წარმოების დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა. მისი პროდიუსერობით, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში არაერთი საერთაშორისო და საავტორო პროექტი შეიქმნა. მათ შორის ყველაზე პოპულარულია "ცეკვავენ ვარსკვლავები" და "ნოესთან". ის სხვა ცნობილ სახეებთან ერთად გადაცემას PrimeShow უძღვება.
ნოე სულაბერიძის პირადი ცხოვრება არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. მას პირველ ქორწინებაში ერთი შვილი, ალექსანდრე ჰყავს. პროდიუსერმა მეორედ ჟურნალისტ ეკა სამხარაძეზე იქორწინა, რომელთანაც ქალიშვილი, ლიზა შეეძინა. მესამედ ნოე მოდელ ჯანერ ქერდიყოშვილზე დაქორწინდა. მათ ორი შვილიმ ანნა და ლილი ჰყავთ.
რაც შეეხება ჯანეტ ქერდიყოშვილის, ის ფართო საზოგადოებამ 2011 წელს გაიცნო, როცა "მის საქართველო 2011"-ის ტიტული მოიპოვა. ცხოვრების ამ ეტაპზე ჯანეტი შვილების აღზრდითაა დაკავებული და პარალელურად ინფლუენსერობასაც ითავსებს - ის ხშირად გვთავაზობს სხვადასხვა პროდუქტისა თუ სერვისის რეკლამას საკუთარი სოციალური ქსელებიდან და უფროს ქალიშვილთან, ანნასთან ერთად გადაღებებშიც მონაწილეობს.