აკალასა და ანჯელინა ჯოლის შესახებ უცხოური მედია სულ უფრო მეტს წერს. ტაბლოიდების ცნობით, ჰოლივუდის უმშვენიერესი არსკვლავი ბრიტანელ რეპერს, 40 წლის აკალას ხვდება. რეპერი ნიუ იორკში იმ წვეულებაზე ნახეს, რომლის მასპინძელიც ანჯელინა იყო. წვეულება მსახიობის კომპანიის Atelier Jolie-ს ახალ კოლექციას მიეძღვნა.
პაპარაცებმა ღონისძიებიდან არაერთი კადრი გაავრცელეს, თუმცა მოგვიანებით აკალასა და ანჯელინას ფოტოები ჯოლის ბრენდის ოფიციალურ გვერდზეც გამოქვეყნდა.
მიუხედავად იმისა, რომ აკალა და ჯოლი პაპარაცემა მანამდეც არაერთხელ სააფიქსირეს, არც ერთ მათგანს ურთიერთობის შესახებ არ უსაუბრია. ვარსკვლავებთან დაახლოებული პირები ამბობენ, რომ მათ საერთო ინტერესი და საქმე აქვთ, რაც ადამიანების უფლებების ადვოკატირებას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ აკალა, ჯოლის მსგავსად, აქტივისტია.
ვინ არის აკალა
კინგსლი ჯეიმს მაკლინ დეილი დაიბადა 1983 წლის 1-ელ დეკემბერs, პროფესიონალურად ცნობილია, როგორც Akala, არის ბრიტანელი რეპერი, ჟურნალისტი, ავტორი, აქტივისტი და პოეტი კენტიშ თაუნიდან, ლონდონიდან. 2006 წელს მას MOBO Awards-ზე მიენიჭა საუკეთესო ჰიპ ჰოპ აქტი და შეტანილი იყო ბრიტანეთში 100 ყველაზე გავლენიანი შავკანიანი ბრიტანელის ყოველწლიურ Powerlist-ში, ბოლოს კი 2021 წლის გამოცემაში.
აკალა ხელოვნების არაერთ სფეროში საქმიანობს, მას გამოცემული აქვს კომიქსების წიგნი სახელწოდებით Visions, რომელიც ნაწილობრივ ფსიქოდელიურია და ავტორის ხედვებსა და ინერესებს გადმოსცემს. ის ასევე არის The Hip-hop Shakespeare Company (THSC)-ის დამფუძნებელი, რომელიც მიზნად ისახავს შეისწავლოს სოციალური, კულტურული და ენობრივი პარალელები უილიამ შექსპირისა და თანამედროვე ჰიპ-ჰოპ არტისტების ნამუშევრებს შორის.
აკალა ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობასაც და სხვადასხვა კოლეჯსა და უნივერსიტეტში, მაგალითად, სამსახიობო სკოლაში, ესექსის უნივერსიტეტში, მანჩესტერის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტში, სიდნეის უნივერსიტეტში, შეფილდ ჰალამის უნივერსიტეტსა კარდიფის უნივერსიტეტში მიწვეული ლექტორის ამპლუაში ლექციებსაც ატარებდა.