თანამშრომლობა მსოფლიოს ცნობილ ბრენდებთან, სამსახიობო კარიერა და რომანი გუკა რჩეულიშვილთან - რა არის ცნობილი მარიშა ურუშაძის შესახებ - Marao

თანამშრომლობა მსოფლიოს ცნობილ ბრენდებთან, სამსახიობო კარიერა და რომანი გუკა რჩეულიშვილთან - რა არის ცნობილი მარიშა ურუშაძის შესახებ

2024-10-03 12:51:59+04:00

მარიშა ურუშაძე ერთ-ერთი პირველი ქართველი მოდელია, რომელიც მოდის კვირეულის ისეთი მაღალი დონის ბრენდების  ჩვენებებზე გამოვიდა როგორიც არის Marc Jacobs და Gucci, აღსანიშნავია რომ მან 2017 წელს Gucci-სთან ექსკლუზიური კონტრაქტიც გააფორმა.

უკვე წლე­ბია, რაც წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი მო­დე­ლია, რო­მე­ლიც "გუ­ჩი­სა" და "მარკ ჯე­ი­კობ­სის" სა­მო­დე­ლო სახ­ლე­ბის ჩვე­ნე­ბებ­ზე გა­მო­დის. ახ­ლა­ხანს მა­რი­შა ურუ­შა­ძე პა­რი­ზის მო­დის კვი­რე­ულ­ზე vaquera.nyc-ის ჩვე­ნე­ბა­ზე გა­მო­ვი­და, ასე­ვე წა­რად­გი­ნა vetements-ის კო­ლექ­ცია, რის­თვი­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გუ­რამ გვა­სა­ლი­ას მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

მა­რი­შა გარ­და მო­დე­ლო­ბი­სა, რამ­დე­ნი­მე ფილმშიც არის გა­და­ღე­ბუ­ლი. ცოტა ხნის წინ, გუ­კა რჩეულიშვილთან  ერ­თად მისი, რო­გორც თა­ნაპ­რო­დი­უ­სე­რის წარ­დგე­ნა მოხ­და.

ტატო კო­ტე­ტიშ­ვი­ლის სა­დე­ბი­უ­ტო მხატ­ვრულ ფილმში - "წმინ­და ელექტრო­ე­ნერ­გია’’, რო­მე­ლიც ლო­კარ­ნოს კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე ოქ­როს ლე­ო­პარ­დით და­ჯილ­დოვ­და, თა­ნაპ­რო­დი­უ­სე­რე­ბი: ინეკ სმი­თი, ინეკ კან­ტერ­სი, ლი­სე­ტე კელ­დე­რი, გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი და მა­რი­შა ურუ­შა­ძე გახ­ლდნენ.

ა­რი­შა ურუ­შა­ძის წარ­მა­ტე­ბებს ქარ­თუ­ლი მე­დი­ე­ბი ხში­რად აშუ­ქე­ბენ. თუმ­ცა 2021 წელს Mercedes-Benz-ის მო­დის კვი­რე­ულ­ზე, რომ­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რიც სოფო ჭყო­ნია გახ­ლდათ, მა­რი­შა ურუ­შა­ძე იყო პირ­ვე­ლი მო­დე­ლი, რო­მელ­მაც "ინ­სტაგ­რამ" სთო­რი­ში მო­დის კვი­რე­უ­ლის მი­სა­მარ­თით კრი­ტი­კა არ და­ი­შუ­რა:

"გახ­სოვ­დეთ, რომ გო­გო­ე­ბის ნა­ხე­ვარს პე­რი­ო­დი ჰქონ­და და ზო­გი­ერთ მათ­განს კი­ბე­ზე მო­უ­წია ტამ­პო­ნე­ბის გა­მოც­ვლა. არ იყო ტრან­სპორ­ტი­რე­ბა, არ იყო საჭ­მე­ლი, და­ბო­ლოს, რა­ღაც­ნა­ი­რად აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს არა­ვის ბრა­ლი იყო. არც კი და­ვი­წყებ სა­უ­ბარს ხელ­ფა­სებ­ზე, რომ­ლე­ბიც სა­სა­ცი­ლოა იმას­თან შე­და­რე­ბით, რისი გა­კე­თე­ბაც გვი­წევს”, - ამ­ბობ­და მო­დე­ლი.

კარიერა

"14 წლის ვი­ყა­ვი, როცა მა­მი­და­ჩემ­მა მი­მიყ­ვა­ნა ყვე­ლა­ზე წამ­ყვან სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ში. ერთი წლის შემ­დეგ პა­რიზ­ში გა­მიშ­ვეს კას­ტინ­გებ­ზე, სა­დაც მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ­მა დი­ზა­ი­ნე­რებ­მა მნა­ხეს. მას შემ­დეგ თით­ქმის 6 წე­ლია დავ­დი­ვარ მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში და ვმო­ნა­წი­ლე­ობ მა­ღა­ლი მო­დის ჩვე­ნე­ბებ­ში, სა­რეკ­ლა­მო კლი­პებ­ში.

თავს არ ვზო­გავ, რომ ვიყო წარ­მა­ტე­ბუ­ლი და მქონ­დეს ხში­რი მიწ­ვე­ვე­ბი, რაც საკ­მა­ოდ კარ­გად აი­სა­ხე­ბა კი­დეც ჩემს შე­მო­სა­ვალ­ზე.

  • ლელა კილაძესთან დაშორების შემდეგ, გუკა რჩეულიშვილი კვლავ შეყვარებულია - ვინ არის მსოფლიოში ცნობილი ქართველი მოდელი 
  • "სვანური სილამაზის ზეიმი“ - ვინ არის მატილდა გვარლიანის ძმა და როგორია მათი ცხოვრება 
  •  

მახ­სოვს, როცა ყა­ზა­ხეთ­ში ვცხოვ­რობ­დით და მა­მათ­ში 4-5 წლის ჩავ­ყავ­დი ჩემს მშობ­ლებს, ქარ­თუ­ლი არ ვი­ცო­დი. დი­ლით 5-6 სა­ათ­ზე ვდგე­ბო­დი, როცა ყვე­ლას ეძი­ნა (ყა­ზა­ხე­თი 3 სა­ა­თით წინ არის) და მე­ზობ­ლე­ბის სა­ქათ­მე­ებ­ში დავ­დი­ო­დი წი­წი­ლე­ბის სა­ნა­ხა­ვად. ქათ­მე­ბის კრი­ახ­ზე მთე­ლი კუ­თხე იღ­ვი­ძებ­და. როცა მე მნა­ხუ­ლობ­დნენ სა­ქათ­მე­ში, იცი­ნოდ­ნენ და ხა­ლი­სობ­დნენ... ყველ­გან ვამ­ბობ, რომ ვარ გუ­რუ­ლი და ლან­ჩხუ­თე­ლი, მე ეს მე­ა­მა­ყე­ბა. ეს გრძნო­ბა მა­მა­ჩემ­მა ალ­მა­ა­თა­ში ჩა­მი­ნერ­გა. სულ მიყ­ვე­ბო­და ცნო­ბილ ლან­ჩხუ­თე­ლებ­ზე, ნა­თე­სა­ვებ­ზე, ფეხ­ბურთზე..." - ამ­ბობ­და მა­რი­შა წლე­ბის წინ „გუ­რი­ა­ნი­უს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

პირადი ცხოვრება

მარიშას რჩეული გუკა რჩე­უ­ლიშ­ვილია -  შე­გახ­სე­ნებთ, რომ მისი პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე მსა­ხი­ო­ბი ნუცა კუ­ხი­ა­ნი­ძე გახ­ლდათ, რო­მელ­თა­ნაც ერთი სა­ერ­თო შვი­ლი, კატო ჰყავს. შემ­დეგ რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა ლელა კი­ლა­ძე­ზე იქორ­წი­ნა, თუმ­ცა მათი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა სკან­და­ლუ­რად დას­რულ­და და გუკა ლე­ლა­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით ცი­ხე­ში მოხ­ვდა. სა­პა­ტიმ­როს და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ წყვი­ლი შე­რიგ­და, თუმ­ცა მალე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ისი­ნი და­შორ­დნენ. მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა­ში რჩე­უ­ლიშ­ვილს, ქა­ლიშ­ვი­ლი თრი­ნი­თი შე­ე­ძი­ნა.