ნუ ატარეთ ბეჭდებს ყველა თითზე
დღესდღეობით, ინფლუენსერები იცავენ მარტივ წესს, სახელწოდებით „რაც მეტი, მით უკეთესი“. და ეს ეხება თითქმის ყველაფერს: ისინი ერთდროულად ორი ჩანთით გამოდიან, ლუქს ორი პერანგით აწყობენ და ასევე ატარებენ ბეჭდებს თითოეულ თითზე. ეს უკანასკნელი, სხვათა შორის, არღვევს საიუველირო ეტიკეტის ყველა წესს. წესების მიხედვით, ერთ ხელზე მხოლოდ ორი ბეჭედი საკმარისია.
ნუ ატარეთ სამაჯურს საათთან ერთად
თუ 20 წლის წინ საათი იყო ფუნქციური აქსესუარი, რომლის გარეშეც გარეთ თითქმის არავინ გამოდიოდა, ახლა ის საზოგადოებაში სტატუსისა და ფინანსური მდგომარეობის ინდიკატორად ითვლება. ბევრი გავლენიანი ადამიანი ატარებს საათებს რამდენიმე სამაჯურის თანხლებით. და ეს, როგორც გაირკვა, ეწინააღმდეგება ეტიკეტის ყველა წესს. ეტიკეტის თანახმად, მარცხენა ხელზე საათი უნდა გეკეთოთ, მარჯვენაზე კი ოქროსა და ვერცხლის სამაჯურები.
ვერცხლი თუ ოქრო?
"ვერცხლი თუ ოქრო?" - დილემა, რომლის წინაშეც ბევრი აღმოჩენილა. ცოტა ხნის წინ მოდის ინფლუენსერებმა გადაწყვიტეს წესების წინააღმდეგ წასულიყვნენ და დაადასტურეს, რომ ორი ძვირფასი ლითონი ძალიან უხდება ერთმანეთს. თუმცა წესები წესებია. საიუველირო ეტიკეტის ექსპერტები ამბობენ, რომ სოციალურ საღამოებზე ოქრო და ვერცხლი არ უნდა შეურიოთ ერთმანეთს.
ნუ ატარეთ სამაჯურსა და ბეჭედს ერთ ხელზე
სამკაულების ეტიკეტის წესების მიხედვით, ერთი სამკაული უნდა იყოს მარჯვენა ხელზე, მეორე კი მარცხნივ.