სულ ცოტა ხნის წინ თითქმის მთელი მსოფლიო აალაპარაკა ამერიკელი მუსიკოსის, ლანა დელ რეის გადაწყვეტილებამ, როცა ის ალიგატორების ტურების გიდ ჯერემი დუფრენს გაჰყვა ცოლად. ხალხს ხშირად აქვს მოლოდინი, რომ ცნობილი ადამიანები ასევე ცნობილ და წარმატებულ მეორე ნახევრებს უნდა ირჩევდნენ და ეს მოლოდინი ხშირად მართლდება კიდეც, მაგრამ, რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისებიც.
ჰოლივუდური წყვილების ქორწინებისა და განქორწინების უსასრულო ჯაჭვში, ბევრია ისეთი წყვილი, რომელთა სიყვარულის ისტორიამაც სამყარო აალაპარაკა. მსოფლიო ვარსკვლავები განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში რომ არიან, ეს ახალი ამბავი არ არის, მაგრამ მათი პირადი ცხოვრების განხილვა ზოგჯერ საზღვრებსაც სცდება. განსაკუთრებით მაშინ, თუ საკითხი გარეგნობას ეხება.
დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ რამდენიმე ვარსკვლავურ წყვილს, რომელთა დუეტი ბევრისთვის იყო შოკისმომგვრელი და მათ ხშირად ურჩხულად და მზეთუნახავად მოიხსენიებენ:
ბიონსე და ჯეი-ზი
მონიკა ბელუჩი და ვენსან კასელი
ჰაიდი კლუმი და სეილი
ნახეთ სრულად