მატილდა გვარლიანი თბილისში დაიბადა. მოდელობა Look Models Management-ში 14 წლის ასაკში დაიწყო. მატილდა გვარლიანი თანამშრომლობს ისეთ სააგენტოებთან, როგორებიცაა: Next Model Management (მილანი); Uno Models (მადრიდი, ბარსელონა); Munich Models (მიუნხენი) და Elite Copenhagen (კოპენჰაგენი).
"12 წლის ვიყავი, როდესაც look Models Managment-ის ცეკვის მასწავლებლის მეგობარი შემხვდა სალონში. შემომთავაზა ნინო ცქიტიშვილის სააგენტოში მისვლა, რომელიც, მისი თქმით, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც წარმატებით მუშაობდა. რა თქმა უნდა, დავინტერესდი და მივედი. ძალიან პატარა ვიყავი და ასაკიდან გამომდინარე გადავწყვიტე, ცოტა ხანს დამეცადა. 14 წლიდან მივედი სააგენტოში. მესამე გაკვეთილზე უკვე გადავიღეთ თამუნა ინგოროყვას „ლუქბუქი“. სააგენტოში 14 წლის უფრო მომზადებული მივედი, განსაკუთრებულად გავაძლიერე ენების შესწავლა, რაც მოდელს ძალიან სჭირდება. 12 წლისამ იქ ჩემი ტოლი გოგონები ვერ ვნახე" - იხსენებდა მატილდა.
მატილდამ მონაწილეობა მიიღო Pull & Bear 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის სარეკლამო კამპანიაში. მოგვიანებით იგი გამოჩნდა იტალიური Vogue-ის სარეკლამო კამპანიაში.
მატილდა გვარლიანის დებიუტი Haute Couture-ზე Dolce & Gabbana-ს 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე შედგა. ის ასევე გამოვიდა GCDS 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის შოუზე. 2020 წელს უკრაინული Marie Claire-ის აპრილის ნომრის გარეკანზე ახალგაზრდა ქართველი მოდელი გამოჩნდა.
მოგვიანებით მატილდა Fendi-ის ერთ-ერთი სახე გახდა. ის გადაღებულია Fendi-ის ახალი 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის ხაზის, Icons-ის სარეკლამო კამპანიისთვის. 2020 წლის ბოლოს მატილდა გახდა Valentino-ს ახალგაზრდული ხაზის, REDValentino-ს სახე. იგი ასევე თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიცაა, Parfois, Diesel და Roberto Cavalli.
მატილდა გვარლიანის ოჯახი
ბებიას უნდოდა, რომ გოგონასთვის მარიამი დაერქმიათ, დედამ კი სახელი მატილდა შეურჩია. საბოლოოდ, ორივე დაარქვეს - მატილდა-მარიამ გვარლიანი მოდელის სრული სახელია. როგორც თავად მოდელი არაერთ ინტერვიუში აღნიშნავს, ეს პროფესია მისთვის ბავშვობიდან საოცნებო იყო: „მთელი ბავშვობა მიზნად მქონდა დასახული, რომ როცა გავიზრდებოდი, უნდა ვყოფილიყავი მოდელი“ - ამბობს მატილდა. ამ სურვილის ასრულებაში მას საკუთარი მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა დაეხმარა.
მატილდა გვარლიანს ჰყავს ძმა, დავით გვარლიანი, რომელიც წარმატებული დის ყველაზე დიდი გულშემატკივარია, თუმცა თაყვანისმცემელთა ნაკლებობას არც თავად უჩივის. მატილდა და დავითი გარეგნობით ძალიან ჰგვანან ერთმანეთს და, როგორც თავად ამბობენ, ხასიათიც მსგავსი აქვთ.
მატილდა გვარლიანს ჰყავს მშობლები, რომლებთან ერთადაც საქართველოში ყოფნისას დიდ დროს ატარებს.
ამჯერად მატილდა დედასთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს, დაბადების დღეს ულოცავს და ემოციურ წერილსაც უძღვნის: "გილოცავ დაბადების დღეს, დედა, ჩემი სიხარულის, სიძლიერისა და შთაგონების მუდმივო წყარო", - წერს ის.