"ჩემს ტკი­ვილ­თან ერ­თად, ამით ჩემ­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნე­ბის სათ­ქმე­ლიც მინ­დო­და მეთ­ქვა..." - ილიას დედის რთული გზა ომიდან შვილის ისტორიულ წარმატებამდე - Marao

"ჩემს ტკი­ვილ­თან ერ­თად, ამით ჩემ­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნე­ბის სათ­ქმე­ლიც მინ­დო­და მეთ­ქვა..." - ილიას დედის რთული გზა ომიდან შვილის ისტორიულ წარმატებამდე

2024-10-05 14:49:55+04:00

"ამ წიგნ­ზე ხუთი თვე ვმუ­შა­ობ­დი. წიგნ­ში მო­თხრო­ბი­ლია ილია თო­ფუ­რი­ას დე­დის, ინგა ბენ­დე­ლი­ა­ნი-თო­ფუ­რი­ას და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის ის­ტო­რია, რო­მე­ლიც აფხა­ზე­თი­დან იწყე­ბა და ილი­ას ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბით გვირ­გვინ­დე­ბა. ეს არის ერ­თგვა­რი მოკ­ლე საგა დიდი და დრა­მა­ტუ­ლი ამ­ბე­ბით - სო­ხუ­მი-ჭუ­ბე­რი-რუს­თა­ვი-ჰალე-რუს­თა­ვი-ალი­კან­ტე-კა­ლი­ფორ­ნია...

შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ეს არ­და­ნე­ბე­ბის, ფსკე­რის მო­სინ­ჯვი­სა და მწვერ­ვალ­ზე ას­ვლის ამ­ბა­ვია, რო­მე­ლიც ერთი მხრივ ჩვენს მეხ­სი­ე­რე­ბას გა­აღ­ვი­ძებს და მე­ო­რე მხრივ, არა­ერთ ადა­მი­ანს მის­ცემს ძა­ლას," - აღ­ნიშ­ნავს გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე.

  • "ინგა დრანდაში გაიხიზნა, ფეხმძიმე... და ერთი პატარა შვილით" - გიორგი კეკელიძე ილია თოფურიას დედის, ინგა ბენდელიანის საოცარ ისტორიას გვიზიარებს 

13 ოქ­ტომ­ბერს, Biblusi • ბიბ­ლუ­სი-ში გა­ი­მარ­თე­ბა სა­ჯა­რო წარ­დგე­ნა წიგ­ნი­სა #დე­და­და­ი­ლია და ასე­ვე შეხ­ვედ­რა წიგ­ნის მთა­ვარ გმირ­თან - ინგა ბენ­დე­ლი­ან-თო­ფუ­რი­ას­თან. პრო­ექ­ტის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რია „ბიბ­ლუ­სი," მხარ­დამ­ჭე­რია - SMH Sports-ი. წიგ­ნი მხო­ლოდ „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში გა­ი­ყი­დე­ბა. მა­ნამ­დე კი, ვეცდებით გა­გაც­ნოთ ამ ძლი­ე­რი ქა­ლის სა­ო­ცა­რი პორ­ტრე­ტი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის ფონ­ზეა წარ­მოდ­გე­ნი­ლი და ახა­ლი თა­ო­ბის­თვის და არა მხო­ლოდ მათ­თვის, კარ­გი მა­გა­ლი­თის მიმ­ცე­მია.

ინგა ბენ­დე­ლი­ა­ნი-თო­ფუ­რია

- ახლა 53 წლის ვარ, მაგ­რამ 21 წლის ვი­ყა­ვი, აფხა­ზე­თი­დან რომ წა­მო­ვე­დი. მა­შინ მარ­თლა არ ვი­ცო­დი, რომ ადა­მი­ან­ში უდი­დე­სი რე­სურ­სი არ­სე­ბობ­და, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც თვი­თო­ნაც არა­ფე­რი იცის. ასე რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, სხვა­ნა­ი­რად ხალ­ხი იმ უდი­დეს ტკი­ვილს ვერ გა­უძ­ლებ­და... დე­და­ჩემს 19 წლის ბიჭი აფხა­ზე­თის ომში და­ე­ღუ­პა, მე ორ­სუ­ლი და დაქვრი­ვე­ბუ­ლი დავ­რჩი... მის­თვის ეს უდი­დე­სი ტრა­გე­დია იყო, მაგ­რამ მთე­ლი ძალა მო­იკ­რი­ბა და წინ გაგ­ვი­ძღვა. როცა დე­დას ვუ­ყუ­რებ­დი, ისეთ სიმ­ტკი­ცეს ავ­ლენ­და, მრცხვე­ნო­და, რომ მე­ტი­რა. ასე ერ­თმა­ნე­თის პა­ტი­ვის­ცე­მით, ან­გა­რი­შის გა­წე­ვით დე­და­ჩემ­შიც ის სა­ო­ცა­რი ძალა მო­ვი­და, თო­რემ შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა, ეს ხომ სა­ში­ნე­ლე­ბაა?! მი­ნა­ხავს სიმ­წრის­გან ია­ტაკ­ზე გა­წო­ლი­ლი დედა, ად­გო­მაც რომ არ უნ­დო­და და არც ის, ვინ­მეს იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ენა­ხა, მაგ­რამ დგე­ბო­და, ძა­ლას მო­იკ­რებ­და და დე­დო­ბას აგ­რძე­ლებ­და...

  • ილიას პირველ მეუღლესთან ბიჭი შეეძინა, რომელიც სვეტიცხოველში მოვნათლეთ, მას ქართველი ნათლიები ჰყავს. ილია უკვე მეორე შვილს ელოდება და ძალიან ბედნიერია, ჯორჯინა ძალიან კარგი ადამიანია..." -ილია თოფურიას დიდი ოჯახი, ორი სამშობლო და ცხოვრების საინტერესო ამბები 

სა­ქარ­თვე­ლო­ში შა­ო­სა­ნი დე­დე­ბი უდი­დეს ტკი­ვილს უძ­ლე­ბენ, გან­სა­კუთ­რე­ბით ომში და­ღუ­პუ­ლი შვი­ლე­ბის. ეს კი­დევ სხვა მას­შტა­ბის ტკი­ვი­ლია, მით უფრო, რომ ამის შემ­დეგ ქვე­ყა­ნას დღემ­დე და­კარ­გუ­ლი აქვს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და მა­ინც ოკუ­პი­რე­ბუ­ლია... ასეთ დე­დებს, ოჯა­ხებს სამ­მა­გად მე­ტად სტკი­ვათ. ამას­თან, ჩემი ძმის საფ­ლა­ვიც და­კარ­გუ­ლია... დედა ახლა 70 წლი­საა, მაგ­რამ 8 თვეა, რაც დე­მენ­ცია და­ე­მარ­თა, 6-ჯერ ნა­ინ­სულ­ტა­რია და ხვა­ლაც რომ დაბ­რუნ­დეს სო­ხუ­მი, ალ­ბათ ამის აღ­ქმას ვე­ღარც შეძ­ლებს. მას­ში ჩუმ­მა და და­ფა­რულ­მა ტკი­ვილ­მა ეს შე­დე­გი მო­ი­ტა­ნა... 31 წლის წინ, წარ­მო­იდ­გი­ნეთ რო­გო­რი ახალ­გაზ­რდა იყო... ჩემი ძმა სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის შეს­რუ­ლე­ბი­სას ჩემს მე­უღ­ლეს­თან ერ­თად და­ი­ღუ­პა. მე­უღ­ლე 24 წლის გახ­ლდათ... ისი­ნი ერ­თად დაკ­რძა­ლეს... რო­დე­საც ამ თე­მა­ზე ვსა­უბ­რობ, ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან სპაზ­მე­ბი მე­წყე­ბა, რაც აფხა­ზეთ­მა და­მი­ტო­ვა... 5 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძეს­თან წიგნ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, ეს ყვე­ლა­ფე­რი სულ გა­მი­ახ­ლდა. იმ ეპი­ზო­დე­ბის, დე­ტა­ლე­ბის გახ­სე­ნე­ბა ჩემ­თვის სა­ოც­რად მტკივ­ნე­უ­ლი აღ­მოჩ­ნდა. იმას, რა­საც სა­კუ­თარ თავ­ში ვბლო­კავ და ვცდი­ლობ, სიღ­რმე­ებ­ში არ ჩა­ვი­დე, წიგნ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას მო­მი­წია.

- რა პრო­ფე­სი­ის ბრძან­დე­ბით?

- აფხა­ზეთ­ში სა­მე­დი­ცი­ნო ტექ­ნი­კუ­მი მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ფსი­ქო­ლო­გია-სო­ცი­ო­ლო­გი­ა­ზე უნდა ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა, მაგ­რამ ამ დიპ­ლომს ვე­ღარ მო­ვეს­წა­რი... შემ­დეგ ცხოვ­რე­ბამ სხვა­ნა­ი­რად გან­მა­ვი­თა­რა, სხვა პრო­ფე­სი­ე­ბი შე­ვი­ძი­ნე (რამ­დე­ნი­მე ენა­ზე თა­ვი­სუფ­ლად ვლა­პა­რა­კობ), თუმ­ცა ფსი­ქო­ლო­გი­ას მა­ინც მივ­ყე­ვი და შე­იძ­ლე­ბა ვთქვა, რომ შტატ­გა­რე­შე ფსი­ქო­ლო­გი ვარ. თან, რო­დე­საც, სახ­ლში 2 პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სპორ­ტსმე­ნი გყავს, 4 შვი­ლის დედა ხარ, გა­მოვ­ლი­ლი გაქვს ტრა­გე­დია, ავ­ტო­მა­ტუ­რად მო­მი­წია ბევრ სა­კი­თხში ჩაწ­ვდო­მამ.

- ომის დროს აფხა­ზეთ­ში იყა­ვით?

- 1992 წლის აგ­ვის­ტო­ში ომი რომ და­ი­წყო, 5 დე­კემ­ბერს ჩვე­ნი ბი­ჭე­ბი და­ი­ღუპ­ნენ, ამ ტრა­გე­დი­ამ ფეხ­მძი­მე უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­მაგ­დო - საჭ­მელს არ ვჭამ­დი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რა­დაც ცუ­დად ვი­ყა­ვი. გარ­და იმი­სა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი დავ­კარ­გეთ, იმ ად­გი­ლას ცხოვ­რე­ბა, სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი იბომ­ბე­ბო­და, ურ­თუ­ლე­სი იყო. ყვე­ლა­ნა­ი­რად ვა­კუ­უმ­ში აღ­მოვ­ჩნდი მეც და ჩემ გარ­შე­მო ყვე­ლა... ექი­მებ­მა დე­დას უთხრეს, - პრაქ­ტი­კუ­ლად გან­წი­რუ­ლია, ვერ გა­დარ­ჩე­ბა... იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი გავ­ხდით, დე­კემ­ბერ­ში ქუ­თის­ში წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით, სა­დაც თქვეს, - თბი­ლის­ში წა­იყ­ვა­ნე­თო... მა­რი­ა­მი თბი­ლის­ში, 1993 წლის მარ­ტში და­ი­ბა­და... უფ­რო­სი შვი­ლი მა­შინ 2 წლის მყავ­და... მა­რი­ა­მი სამი თვის იყო, რო­დე­საც 1993 წლის ზა­ფხულ­ში ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და­ი­დო, ე.წ. „პე­რე­მი­რიე“ (შე­რი­გე­ბა). სო­ხუმ­ში დავ­ბრუნ­დით, ჩავ­თვა­ლეთ, რომ ომის კოშ­მა­რი დას­რულ­და.

გაგრძელება