დედაქალაქში სახალხო დღესსწაული"თბილისობა" აღინიშნება. 5 ოქტომბერს საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელსაც არაერთი ცნობილი სახე ესწრებოდა. საღამოზე დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან ერთად, მისი მეუღლე, დიაზინერი ანუკი არეშიძეც იმყოფებოდა.
ანუკი არეშიძე შავი გრძელი ხავერდის კაბა ეცვა, რომელიც აქცენტირებული მხრებით გამოირჩეოდა. ანუკიმ კაბას მინიმალისტური სამკაულები და თმის აქსესუარები შეუხამა.
ანუკი არეშიძე
ანუკი არეშიძემ საკუთარი ბრენდი Anouki 2013 წელს თბილისში შექმნა, თუმცა მას უკვე ევროპაშიც კარგად იცნობენ. დიზაინერი ქალის ხაზის ფეხსაცმელსა და ტანსაცმელთან ერთად, აქსესუარებსაც ქმნის. სულ ცოტა ხნის წინ ანუკი არეშიძემ საბავშვო ხაზის წარმოება დაიწყო, რომელსაც უმცროსი შვილის, ნიკოლასის სახელი დაარქვა. ცოტა ხნის წინ კი ანუკი არეშიძემ საკუთარი სილამაზის ხაზი წარადგინა, რომელიც კოსმეტიკას აერთიანებს. თავად განმარტა, რომ Anouki Beauty-ის შექმნაზე უკვე რამდენიმე წელია მუშაობს, მისი პროდუქტები კი უმაღლესი ხარისხითა და დახვეწილი ვიზუალით გამოირჩევა.
ანუკი გამორჩეული სტილის გამო მოდურად ჩაცმის მოყვარულების ინსპირაციის წყაროდ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ იტალიაში, საფრანგეთსა და უკრაინაშიც იქცა. როგორც ცნობილია, ანუკი არეშიძე ფოტოგრაფიითაა გატაცებული. ის ბევრს მოგზაურობს და მინიმალისტურ, ესთეტიკურ კადრებს გამომწერებსაც ხშირად უზიარებს.