„ცისფერი კესანები“ ბევრის საყვარელი სიმღერაა. მამუკა ჩარკვიანის და, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში სიმღერის ჩანაწერს აზიარებს და მისი შექმნის ისტორიას იხსენებს.
„ლექსი ჯანსუღ ჩარკვიანი, სიმღერა მამუკა ჩარკვიანი... ლექსი ჯანსუღმა ახალგაზრდობაში მიუძღვნა მეუღლეს, ირმა ჩხეიძეს. მოგვიანებით კი მამუკამ ამ ლექსზე სიმღერა შექმნა და მიუძღვნა გოგი დოლიძეს, გოგი რომ გარდაიცვალა მაშინ. ასეთია ამ სიმღერის ისტორია “, – წერს თაკო ჩარკვიანი.
მამუკა ჩარკვიანი
მამუკა ჩარკვიანი არის თვითნასწავლი მუსიკოსი, ავტორ-შემსრულებელი. მან ბავშვობის ასაკში დამოუკიდებლად ისწავლა სხვადასხვა ინსტრუმენტებზე (გიტარა, როიალი) დაკვრა. მამუკა ჩარკვიანის სიმღერებს ხშირად ასრულებენ სხვადასხვა თაობის მომღერლები.
2000 წელს პრეზიდენტის განკარგულებით დაჯილდოვდა ღირსების ორდენით; 2000 წლის ფესტივალზე „წლის სიმღერა“ დაჯილდოვდა „ოქროს დისკით“; 2000 წელს სტუდენტურ ფესტივალზე „სტუდენტთა საერთაშორისო დღე“ დაჯილდოვდა დიპლომით — „ქართულ საესტრადო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის“; ფესტივალი „ლიგა-1996“ ნომინაცია „ქართული ტრადიციული სიმღერა“; ფესტივალი „წლის სიმღერა — 2000“ წლის საუკეთესო შემსრულებელი, სიმღერებისათვის: — „ჩემი აღარა ხარ, მორჩა“; „დედისჯერი“; 2001 წელს წლის საუკეთესო მუსიკის ავტორი და საუკეთესო შემსრულებელი სიმღერისათვის: — „და...გტოვებ მარტო“;
2002 წელს წლის საუკეთესო ავტორ-შემსრულებელი სიმღერისათვის „ოცნებების ქარავანი“ და ჟიურის სპეციალური ნომინაცია „ქართული ტრადიციული სიმღერის საუკეთესო ავტორ-შემსრულებელი“; დაჯილდოებულია: მსოფლიოს ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაციის პრიზით, ჯაზ-ფესტივალის სპეციალური პრიზით: სიმღერებისათვის: „ბლუზი“ და „ქალი სანაპიროზე“;
ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და სამი შვილიშვილი.