ჰოლივუდის მსახიობი ცოტა ხნის წინ ცნობილ იტალიელ მოდელთან, ვიტორია ჩერეტისთან ერთად დააფიქსირეს.
ლეონარდო დიკაპრიო კამილა მორონეს გასულ ზაფხულს დაშორდა. შეყვარებულები ხუთ წელზე მეტხანს იყვნენ ერთად, მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში ცდილობდნენ, ურთიერთობა არ გაესაჯაროებინათ.
ამის შემდეგ დიკაპრიო გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჯიჯი ჰადიდს ხვდებოდა. ვარსკვლავები პაემანზე რამდენჯერმე დააფიქსირეს, მაგრამ წყვილი ერთმანეთს მალევე დაშორდა.
ამჯერად ინტერნეტში ვიტორიასა და ლეონარდოს ახალი პაპარაცული ფოტოები ვრცელდება:
ვიტორია ჩერეტი
ვიტორია ჩერეტი 1998 წლის 7 ივნისს ჩრდილოეთ იტალიაში დაიბადა. მან სამოდელო კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო, როცა Elite Model Look-ის კონკურსში მიიღო მონაწილეობა. მალევე გახდა პოპულარული და მალე მისი ფოტოები მოდის ინდუსტრიაში არსებული არაერთი ჟურნალის გარეკანზე დაიბეჭდა.
ჩერეტის ნამუშევარი აქვს უამრავ ტოპ დიზაინერთან, მათ შორისაა Alexander McQueen, Chanel, Fendi, Givenchy, Prada, Ralph Lauren, Versace, Valentino, Tiffany & Co., Proenza Schouler, Bulgari, Gucci და მრავალი სხვა.
ვიტორია დაქორწინებული იყო. ჩერეტი იტალიელ დიჯეი მატეო მილერიზე 2020 წლის იანვარში, ესპანეთის კუნძულ იბიცაზე დაქორწინდა.
ახალგაზრდა მოდელი მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ხშირად აქვეყნებდა, თუმცა 2022 წელს, ყველასთვის მოულოდნელად, ჩერეტიმ შეწყვიტა მასთან ერთად გადაღებული კადრების გამოქვეყნება, რის შემდეგაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა.
2023 წლის ზაფხულიდან კი ჩერეტი უკვე დიკაპრიოს ხვდება.