მსახიობი თინა დალაქიშვილი საზოგადოებაში პოპულარული განსაკუთრებით სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ანუკის როლის შესრულების შემდეგ გახდა, თუმა მაყურებელს ალბათ კარგად ახსოვს მისი მონაწილეობით სხვადასხვა ქართული ფილმი.
პირველად სერიალ „შუა ქალაქში“ გამოჩნდა პატარა ეპიზოდური როლით. შემდგომი როლი ფილმ „სეზონში“ შეასრულა. პოპულარობა მოიპოვა ფილმით „გასეირნება ყარაბაღში“, რასაც მოჰყვა ფილმი „სიყვარული აქცენტით“.
ითამაშა სომეხი რეჟისორის ფილმში „ვარსკვლავი“. ბოლო ერთ-ერთი წარმატებული როლი კი ითამაშა რეზო გიგინეიშვილის ფილმში „მძევლები“, რითიც არაერთ კინოფესტივალზე მოხვდა.
თინა დალაქიშვილი პროფესიით მსახიობი არ გახლავთ. გაგიკვირდებათ, მაგრამ ის დიზაინერია. დაქორწინებულიც გახლდათ, მაგრამ ქმარს რამდენიმე წლის წინ გაშორდა.
კარიერა
17 წლის ასაკიდან დაიწყო ფოტომოდელის კარიერა; გადაღებული იყო სარეკლამი ვიდეორგოლებში; 2010 წლიდან იღებენ კინოში; შესრულებული აქვს როლები ქართულ და რუსულ ფილმებში: "სეზონი" (რეჟისორი — დათო ბორჩხიძე, 2010), სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" (2011), "ვარსკვლავი" (რეჟისორი — ანა მელიქიანი, 2014), "მძევლები" (რეჟისორი — რევაზ გიგინეიშვილი, 2017), "აბიგაილი" (რეჟისორი — ალექსანდრ ბოგუსლავსკი, 2019) და სხვ.
"შემთხვევით მოვხვდი კინოში. და სიმართლე რომ ვთქვა, თინეიჯერობის ასაკში დავიწყე ყურება, მანამდეც, რა თქმა უნდა, ვუყურებდი, მაგრამ ასეთი ინტერესი არ მქონია და თან ვერც ვიგებდი რაღაცებს, შესაბამისად ნაკლებად მაინტერესებდა.
ჩემი დიდი ოცნებაა Michel gondry-სთან მუშაობა. არ მეგონა, ოდესმე თუ შეიძლებოდა ბორის ვიანის ეკრანიზაცია. მაინტერესებს, ამ ადამიანის თავში რა ხდება.
ძალიან მიყვარს როლზე მუშაობის პროცესი, თუმცა რაღაც მომენტებში ხანდახან ინტერესსაც ვკარგავ, თუ არ მაქვს რაღაც გარკვეული თავისუფლება და შეზღუდული ვარ. დამკვირვებელი უფრო ვარ და მომწონს, თუ ცოცხალი ადამიანის რეფერენსს ვპოულობ. სცენარის კითხვა ბევჯერ არ მიყვარს, ძალიან მზღუდავს, მაგრამ თემის გარშემო, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, პროცესი სხვაგვარად საინტერესო არაა.