მსახიობი ეკა დემეტრაძე გადაცემის "მხოლოდ ლელასთან" სტუმარია, სადაც შვილთან ურთიერთობის შესახებ საუბრობს:
"ჩემს შვილს რთული ბავშვობა ჰქონდა - ორივე მშობელი მსახიობი ჰყავს, ამიტომ დროს სათანადოდო ვერ ვუთმობდი. რაღაც პერიოდი პროტესტი ჰქონდა და არაფერს არ უყურებდა. რომ წამოიზარდა, მივხვდი, რომ ჩვენგან დისტანცირება სჭირდება, თავისი სივრცე...
უკვე 15 წლისაა. ერთხელ ვუთხარი, რომ მსახიობის პროფესიას თან ახლავს ინტიმური სცენების გადაღება - მაინტერესებდა ამასთან დაკავშირებით მისი აზრი. მითხრა, რომ ეს ჩემი გადასაწყვეტი იყო."
ეკა დემეტრაძე
ეკა დემეტრაძე დაიბადა 1986 წლის 19 იანვარს...2007 წელს ეკამ დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამსახიობო ფაკულტეტი.
არის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობი უკვე 2013 წლიდან..ეკა ასევე თანამშრომლობს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრთან და თავისუფალ თეატრთან... განსახიერებული აქვს ბევრი წარმატებული როლი თეატრში მაგრამ ეკატერინე დემეტრაძე ქართული მაყურებლისთვის ნაცნობ და საყვარელ სახედ მაინც "ჩემი ცოლის დაქალებმა" აქცია... "ნატაშკას" როლი მისთვის წარმატებული აღმოჩნდა.
ეკას პირველი მეუღლე მსახიობი გიორგი ბოჭორიშვილი იყო, რომელიც მაყურებელმა ასევე სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" გაიცნო. წყვილი ერთმანეთს 2017 წელს დაშორდა. მათ საერთო შვილი, თომა ჰყავთ.
ეკა მალე საზოგადოებაში ახალ სიყვარულთან ერთად გამოჩნდა. გიორგი იგივე ტორნადო გაბუნია, როგორც მას საზოგადოება იცნობს, მუსიკოსია და "ჩემი ცოლის დაქალებისთვის" შექმნილ ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" ვოკალისტი გახლავთ.
წყვილი ხშირად ჩნდებოდა საზოგადოებაში და მალევე საცხოვრებლად ერთად გადავიდნენ.