ალკოჰოლზე დამოკიდებულება, გამორჩეული მუსიკალური სტილი და მოულოდნელი ქორწინება - ლანა დელ რეი - Marao

ალკოჰოლზე დამოკიდებულება, გამორჩეული მუსიკალური სტილი და მოულოდნელი ქორწინება - ლანა დელ რეი

2024-10-10 11:18:00+04:00

ელიზაბეთ ვულრიჯ გრანტი დაიბადა ნიუ-იორკში, 1985 წლის 21 ივნისს. ჰყავს და, კეროლაინ „ჩაკ“ გრანტი და ძმა, ჩარლი.  დელ რეი ლეიკ პლასიდში 15 წლის ასაკამდე ცხოვრობდა. ალკოჰოლის ზედმეტი მოხმარების გამო იგი კონექტიკუტში, კენტის სკოლა-ინტერნატში გადაიყვანეს, სადაც სამი წელი ისწავლა. მანამდე იგი დაწყებით კათოლიკურ სკოლაში დადიოდა.

სკოლის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა ლანა მიმტანად მუშაობდა, რა პერიოდშიც ის პარალელურად სწავლობდა გიტარაზე დაკვრას. შემდეგ კი საკუთარი სიმღერების წერა დაიწყო... 

დადიოდა ფორდჰემის უნივერსიტეტში, სადაც შეისწავლიდა ფილოსოფიას, კერძოდ - მეტაფიზიკას. დელ რეი: „იგი ერთმანეთს უკავშირებდა ღმერთსა და მეცნიერებას. მე დაინტერესებული ვიყავი ღმერთით და იმით, თუ როგორ გვაახლოვებდა ტექნიკა იმის დადგენასთან, თუ როგორც წარმოვიშვით და რატომ.“

  • კარლა ბრუნი და ნიკოლა სარკოზი: სიყვარულის ისტორია 
  • დედის თვითმკვლელობა, ორი ოსკარი და სამი ქორწინება - საინტერესო ფაქტები ჯეინ ფონდას შესახებ 

კარიერა

2005 წლის 25 აპრილს აშშ-ის საავტორო უფლებების სამსახურში ელიზაბეთ ვულრიჯ გრანტის სახელით დარეგისტრირდა შვიდ სიმღერიანი CD. აპლიკაციაში ეწერა "Rock Me Stable" და "Young Like Me".

2007 წელს, როდესაც ჯერ ფორდჰემის უნივერსიტეტში სწავლობდა, დელ რეიმ 5 Points Records-თან გააფორმა კონტრაქტი 10.000 აშშ დოლარზე. იგი საცხოვრებლად ნიუ-ჯერსის ჩრდილოეთ ბერგენში მდებარე ტრეილერების პარკში გადავიდა და პროდიუსერი დევიდ კენის მონაწილეობით დაიწყო მასალის ჩაწერა.

"მსურდა მუსიკოსთა უმაღლესი კლასის სცენის ნაწილი ვყოფილიყავი. იმედი მქონდა, რომ ხალხს გავიცნობდი, შემიყვარდებოდა ადამიანი და ჩემ ირგვლივ საზოგადოებას შევქმნიდი, ისევე, როგორც ეს 60-იანებში ხდებოდა."

რამდენიმე სიმღერის YouTube-ზე განთავსებას მოჰყვა დელ რეის Stranger Records-ის მიერ აღმოჩენა და სინგლ "Video Games"-ის გამოშვება. The Observer-თან ინტერვიუში იგი ამბობდა: „ის სიმღერა ინტერნეტში რამდენიმე თვის წინ განვათავსე, ვინაიდან ჩემი საყვარელი იყო. სიმართლე რომ ვთქვათ, სინგლად მის გამოცემას არ ვაპირებდი, მაგრამ ხალხს ნამდვილად მოეწონა.“

2011 წლის ოქტომბერში მან გაიმარჯვა Q-ს დაჯილდოებაზე, კატეგორიაში "Next Big Thing". 2012 წელს მას მიენიჭა აივორ ნოველოს ჯილდო საუკეთესო თანამედროვე სიმღერისთვის. იმავე თვეში მან Interscope Records-თან და Polydor-თან ერთობლივი კონტრაქტი გააფორმა და დაიწყო მუშაობა მეორე სტუდიურ ალბომზე, Born to Die.

"15 წლის ასაკში სმა დავიწყე. ყოველდღე ვსვამდი. მარტო ვსვამდი. მომწონდა მთელი აზრი. Born To Die-ში შეტანილი სიმღერების დიდი ნაწილი ამ შეშლილი წლების შესახებ არის. როდესაც ვწერ იმაზე, რაც დავკარგე, თავს ვგრძნობ ისე, თითქოს ალკოჰოლზე ვწერ, ვინაიდან ჩემს ცხოვრებაში ეს პირველი სიყვარული იყო. მშობლები განიცდიდნენ, მეც განვიცდიდი. როდესაც იმაზე მეტად შემიყვარდა, ვიდრე ყოველივე სხვა, მივხვდი, რომ პრობლემად გადამექცა. „ცუდად ვარ, ძალიან ცუდად.“ - ასე ვფიქრობდი. თავიდან თითქოს კარგად არის ყველაფერი – მერე კი მიხვდები, რომ ბნელი მხარე ყოველთვის იმარჯვებს, თუ ანებივრებ.  ეს არის ყველაზე ცუდი რამ, რაც გადამხდენია."

პირადი ცხოვრება

ლანა დელ რეი ცოტა ხნის წინ და­ქორ­წინ­და. ის ალი­გა­ტო­რე­ბის ტუ­რე­ბის გიდ ჯე­რე­მი დუფ­რენს გაჰ­ყვა ცო­ლად. წყვი­ლი რამ­დე­ნი­მე წე­ლია ერ­თა­დაა, თუმ­ცა ლა­ნამ ეს ამ­ბა­ვი ფა­ნებს ახ­ლა­ხან გა­უ­ზი­ა­რა.

წყვილ­მა დე ალე­მან­დში, ლუ­ი­ზი­ა­ნა­ში დადო ფიცი - იმა­ვე ყუ­რე­ში, სა­დაც დუფ­რე­ნი თა­ვის პო­პუ­ლა­რულ ტუ­რებს ატა­რებს.