"დღეს ჩემთვის განსაკუთრებული დღეა" - ანა ახვლედიანი ქალიშვილს დაბადების დღეს ულოცავს - Marao

"დღეს ჩემთვის განსაკუთრებული დღეა" - ანა ახვლედიანი ქალიშვილს დაბადების დღეს ულოცავს

2024-10-14 11:51:09+04:00

მოდელი ქუთაისიდან - ასე გაიცნო ულამაზესი ანა ახვლედიანი საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ. ანას წარმატებულ სამოდელო კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ და გოგონას ლივ ტაილერისა და ბიანკა ბალტის ნაზავს უწოდებდნენ. თბილისის წამყვან სამოდელო სააგენტოებთან თანამშრომლობის შემდეგ მოდელი უკვე ჩვენებებზე გამოდიოდა და მისით პარიზისა და ლონდონის სამოდელო სააგენტოები დაინტერესდნენ. 2014 წელს ანა Dolce&Gabanna-ს კასტინგზე 500 გოგონადან ამოარჩიეს. გოგონა თანამშრომლობდა მოდის ისეთ გამოცემებსა და სააგენტოებთან, როგორებიცაა VOGUE, ELLE Magazine, HELLO Magazine Georgia, Brave Models Management და სხვ. 

ამჯერად ანა ქალიშვილს დაბადების დღეს ულოცავს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"დღეს ჩემთვის განსაკუთრებული დღეა, რადგან ექვსი წლის წინ ჩემი ქალიშვილი, ევა დაიბადა. ვულოცავ დაბადების დღეს ჩემს პატარა პრინცესას! ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ მას" - წერს მოდელი. 

  • "დღის მანძილზე, ჯამში, ორ ლიტრ ნადგომ წყალს ვსვამდი და რაც შეეხება მენიუს, ის იყო ძირითადად ბოსტნეულით დატვირთული" - ანა ახვლედიანი 
  • ბედნიერი ოჯახის პორტრეტი - მოდელი ანა ახვლედიანის ფოტოები მეუღლესა და შვილთან ერთად 

ანა ახვლედიანის ოჯახი

 ანას დედა, არიადნა რენო, ბერძენია, მამა - ქართველი. ხშირად წერენ, რომ ანაში ამ ორი ერის საუკეთესო თვისებებია თავმოყრილი. ანას მეუღლე მოდელი გიგი ბერაიაა. ერ­თმა­ნე­თი მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­იც­ნეს. მალე კა­რი­ე­რის გამო ანას სა­ზღვარ­გა­რეთ მო­უ­წია წას­ვლა და წყვილ­მა კონ­ტაქ­ტი გა­წყვი­ტა, თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ, ერ­თმა­ნეთს და­უბ­რუნ­დნენ.

მათი წყვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­რეგ­ნო­ბის გამო მო­ექ­ცა და მათ­ზე ხში­რად იწე­რე­ბო­და. მალე იქორ­წი­ნეს და ცხოვ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­წყეს. "ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ და ჩემ­თვის ოჯა­ხი სულ პირ­ველ ად­გი­ლას იქ­ნე­ბა!..“ - ამ­ბობ­და უცხო­ეთ­ში კა­რი­ე­რის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ ანა. 2018 წელს ანას და გი­გის ქა­ლიშ­ვი­ლი ევა გა­უჩ­ნდათ. ევა დედასთან ერთად ხშირად ჩნდება, მასაც უყვარს ლამაზი სამოსის მორგება და სარკის წინ ტრიალი. პატარა ევას კადრები კი ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს.