დიზაინერი ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და გამომწერებს სიახლეებსა და რჩევებს ხშირად უზიარებს. ამჯერად ის თავის Youtube-არხზე ახალ ვიდეოს მილანიდან აქვეყნებს, სადაც მეუღლის, კახა კალაძის გაცნობის შესახებ საუბრობს:
"კახას მილანში შევხვდი. პირველი ერთი თვის მანძილზე მეგობრული ურთიერთობა გვქონდა მხოლოდ მოკითხვით - როგორ ხარ, რამე ხომ არ გჭირდება... ამას ვერ ვხსნი, მაგრამ ერთი თვის შემდეგ რაღაცნაირად ვიგრძენი, რომ მისთვის უფრო მეტი ვიყავი, ვიდრე მეგობარი... პირველი წელიწად-ნახევარი მილანში ვცხოვრობდით", - ამბობს ანუკი.
ანუკი არეშიძე
ანუკი არეშიძემ საკუთარი ბრენდი Anouki 2013 წელს თბილისში შექმნა, თუმცა მას უკვე ევროპაშიც კარგად იცნობენ. დიზაინერი ქალის ხაზის ფეხსაცმელსა და ტანსაცმელთან ერთად, აქსესუარებსაც ქმნის. სულ ცოტა ხნის წინ ანუკი არეშიძემ საბავშვო ხაზის წარმოება დაიწყო, რომელსაც უმცროსი შვილის, ნიკოლასის სახელი დაარქვა. ცოტა ხნის წინ კი ანუკი არეშიძემ საკუთარი სილამაზის ხაზი წარადგინა, რომელიც კოსმეტიკას აერთიანებს. თავად განმარტა, რომ Anouki Beauty-ის შექმნაზე უკვე რამდენიმე წელია მუშაობს, მისი პროდუქტები კი უმაღლესი ხარისხითა და დახვეწილი ვიზუალით გამოირჩევა.
ანუკი გამორჩეული სტილის გამო მოდურად ჩაცმის მოყვარულების ინსპირაციის წყაროდ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ იტალიაში, საფრანგეთსა და უკრაინაშიც იქცა. როგორც ცნობილია, ანუკი არეშიძე ფოტოგრაფიითაა გატაცებული. ის ბევრს მოგზაურობს და მინიმალისტურ, ესთეტიკურ კადრებს გამომწერებსაც ხშირად უზიარებს.