პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი
მომავალი მეუღლეები ერთად სწავლობდნენ სენტ-ენდრიუს უნივერსიტეტში, მაგრამ პირველ წელს ისინი მხოლოდ საერთო მეგობრების გარემოცვაში ურთიერთობდნენ და პერიოდულად კვეთდნენ გზას სტუდენტური საერთო საცხოვრებლის დარბაზებში. ერთი წლის შემდეგ უილიამი უნივერსიტეტის საქველმოქმედო მოდის ჩვენებას დაესწრო, სადაც კეიტმა პოდიუმზე სრულიად გამჭვირვალე კაბით გაიარა.
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი
2016 წლის ივნისის დასაწყისში განქორწინებულმა მსახიობმა მეგან მარკლმა სთხოვა მისთვის ვინმე გაეცნო. ჭორების თანახმად, მოთხოვნა საკმაოდ კონკრეტული იყო: ბრიტანელ არისტოკრატი. მის მეგობარს იმედი არ გაუცრუებია - მან მარკლის ბრმა პაემანი მოუწყო პრინც ჰარისთან. წელიწადნახევრის შემდეგ კი ნიშნობაც გამოცხადდა.
პრინცი ჩარლზი და კამილა პარკერ ბოულსი
”ჩემი ბებია თქვენი დიდი ბაბუის საყვარელი იყო. ვგრძნობ, რომ რაღაც საერთო გვაქვს“, - ჭორების თანახმად, სწორედ ამ სიტყვებით გაეცნი კამილა პრინც ჩარლზს. მათ შორის რომანი სწრაფად დაიწყო - წყვილს ხშირად ერთად ხედავდნენ პოლოს თამაშებზე.
პირველად უელსის პრინცი კამილასთან ერთად ოფიციალურად 1999 წელს გამოჩნდა. კიდევ რამდენიმე წელი ცდილობდა დედის თანხმობას მიღებას მეორე ქორწინებაზე. 2005 წლის აპრილში კი საბოლოოდ მოხდა ის, რაც 35 წლით ადრე უნდა მომხდარიყო - ჩარლზმა და კამილამ თავიანთი ურთიერთობა გააოფიციალურეს.
მეფე ფილიპე და ლეტიცია ორტიზი
ესპანეთის მომავალი მეფის, ფილიპესა და განქორწინებული ჟურნალისტის ლეტიცია ორტისის პირველი შეხვედრა შედგა 2002 წლის 17 ოქტომბერს მადრიდში გამართულ ვახშამზე, რომელიც ორგანიზებული იყო ცნობილი ესპანელი ახალი ამბების წამყვანის პედრო ერკიზიას მიერ.
პრინცი ფრედერიკ და მერი დონალდსონი
თუ ფიქრობთ, რომ ბარში თქვენი ცხოვრების სიყვარულის პოვნა შეუძლებელია, კიდევ ერთხელ დაფიქრდით. დანიის პრინცი ფრედერიკმა იქ გაიცნო თავისი ცოლი მერი. 2000 წლის ოლიმპიადის დროს სარეკლამო სააგენტოს თანამშრომელი მერი დონალდსონი მეგობრებთან ერთად წავიდა სიდნეის ბარში Slip Inn-ში. იქ მას ახალგაზრდა მამაკაცი მიუახლოვდა და თავი ფრედად გააცნო. მოკლე საუბრის შემდეგ მან ტელეფონის ნომერი სთხოვა.