ქართველი დიზაინერი, ანუკი არეშიძე საზოგადოებაში პოპულარულობით უკვე არაერთი წელია სარგებლობს. ის სწავლობდა „Istituto Marangoni“-სა და „Accademia del Lusso“-ში, მილანში, დღეს კი საკუთარი ბრენდის, ANOUKI-ს მფლობელია. რამდენიმე წლის წინ მან საბავშვო ხაზიც შექმნა, რომელსაც უმცროსი შვილის, ნიკოლასის სახელი დაარქვა. ახლა კი კოსმეტიკური ხაზი ANOUKI BEAUTY წარადგინა.
ანუკი არეშიძე კარიერული და ოჯახური სიახლეების გარდა, საკუთარ გვერდზე პირადი გამოცდილების შესახებაც ხშირად წერს. მან არაერთხელ დაწერა გავრცელებული პრობლემის, აკნეს შესახებაც და განმარტა, როგორ ებრძოდა მას.
როგორ ვუმკურნალოთ აკნეს - ანუკი არეშიძე
"ბევრი წერილი მივიღე, როგორ ვუმკურნალე კანეს, რომელიც სამი წლის წინ არასწორად ჩატარებული წმენდის შედეგად უეცრად დამემართა, ამავდროულად, დაერთო ჰორმონალური ფონიც. 6 თვის განმავლობაში უამრავი ხერხი ვცადე, რომლებიც მრავალმხრივ არის გაზიარებული სოციალურ ქსელში, თუმცა შედეგი არ მქონდა. ყოველდღიურად უარესდებოდა და ელემენტები მკაფიოდ მრავლდებოდა. უკვე ფარხმალდაყრილი, სრულიად შემთხვევით, ბავშვთან ჩანიშნული ვიზიტით, აღმოვჩნდი კლინიკა "მარჯანში" ატენზე, სადაც დერმატოლოგმა ჩემი მდგომარეობა სწორად შეაფასა. დავიწყე კომპლექსური მკურნალობა და ორ კვირაში დავინახე, რომ აკნე აღარ მრავლდებოდა, დარჩენილი ელემენტების ალაგებაც დაიწყო. სწორი მკურნალობით აუცილებლად დაიბრუნებთ კანის პირვანდელ სახეს, არ დანებდეთ, აკნე განაჩენი არ არის" - წერდა ანუკი არეშიძე.
ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელსაც ანუკი იყენებს გუა შაა. გუა შა სუფთა და გლუვი კანისა და იდეალური სახის ოვალისთვის საუკეთესო საშუალებაა.
რა არის და როგორ უნდა გამოიყენოთ გუა შა, წაიკითხეთ აქ: ჩინელი ქალების იდეალური კანის საიდუმლო - გუა შა, რომელსაც სახის კანისა და სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ იყენებენ
გარდა გუა შასი, ანუკი რეკომენდაციას უწევს მზისგან დამცავი საცხის ყოველდღიურ გამოყენებას და ამბობს, რომ ეს მისი მბზინავი კანის საიდუმლოა.
- "არაკომედოგენური კრემები, რომლებიც ატენიანებს და კვებას კანს;
- მზისგან დამცავი კრემი ყველაზე მაღალი SPF-ით;
- კანს ბზინვარებას დატენიანებული ორგანიზმი, სწორი კვება, ძილი და თქვენი კანის მიხედვით სწორად შერჩეული პროდუქცია განაპირობებს;
- ასევე, დადებითი ემოციები და მაქსიმალურად ნაკლები სტრესი (ვეცადოთ მაინც)", - წერს დიზაინერი.