"წარმატებული სიბერე ეს არის უნარი, შეეწყო შენს სიმარტოვეს" - გაბრიელ გარსია მარკესის გამონათქვამები - Marao

"წარმატებული სიბერე ეს არის უნარი, შეეწყო შენს სიმარტოვეს" - გაბრიელ გარსია მარკესის გამონათქვამები

2024-10-16 17:05:46+04:00

გაბრიელ გარსია მარკესი - კოლუმბიელი მწერალი, სცენარისტი, ჟურნალისტი, გამომცემელი, ლათინურ ამერიკაში სიყვარულით ცნობილი, როგორც გაბო. მიჩნეულია XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მწერლად. ცნობილია თავისი რომანებით, როგორებიცაა „მარტოობის ასი წელიწადი“ (1967), „პატრიარქის შემოდგომა“ (1975) და „სიყვარული ჟამიანობის დროს“ (1985).

ადრეული ცხოვრება 

გაბრიელ გარსია მარკესი დაიბადა 1927 წლის 6 მარტს კოლუმბიის პატარა ქალაქ არაკატაკაში. მომავალი მწერალი  ბებია-ბაბუის ოჯახში იზრდებოდა, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს მისი წერის სტილზე: მარკესის ბაბუა, გადამდგარი პოლკოვნიკი, მას ომის ამბებს უყვებოდა - ყოველივე ეს მოგვიანებით გახდება მისი მაგიური რეალიზმის განუყოფელი ელემენტი.

  • "ვისხედით მარკესის მყუდრო ბინაში, ხელით ნაკეთებ, ორნამენტიან ხის სკამებზე და ვსაუბრობდით" - ლანა ღოღობერიძე გაბრიელ გარსია მარკესთან შეხვედრაზე 
  • "7-8 წლის ვიქნებოდი, როდესაც დედა დააპატიმრეს... იქნებ კინორეჟისორიც იმიტომ გავხდი, რომ დედაზე ფილმი გადამეღო..." - ლანა ღოღობერიძის უცნობი ამბები დედაზე 

ჟურნალისტიკა

ის ჟურნალისტებისა და მწერლების არაფორმალური ჯგუფის აქტიური წევრი გახდა, რომელსაც ბარანკილიის ჯგუფს ეძახდნენ. ეს იყო ასოციაცია, რომელმაც მას ლიტერატურულ კარიერაში დიდი მოტივაცია და შთაგონება მისცა. იგი მუშაობდა ისეთ სულისჩამდგმელ ფიგურასთან, როგორიც იყო რამონ ვინიესი, რომელიც მარკესმა შემდეგში, „მარტოობის ას წელიწადში“ კატალონიელ წიგნების მაღაზიის მფლობელად წარმოსახა.

მეგობრობა ფიდელ კასტროსთან

მარკესს ჰქონდა ახლო მეგობრობა კუბის ლიდერ ფიდელ კასტროსთან - მათ ერთმანეთთან ლიტერატურისადმი სიყვარული აკავშირებდათ. მარკესი ხშირად სტუმრობდა კუბას კასტროსთან წიგნების განსახილველად. მიუხედავად მათი მეგობრობისა, მწერალმა შეინარჩუნა დამოუკიდებლობა და ხმამაღლა აკრიტიკებდა კასტორის რეჟიმს.

მარტოობის ასი წელიწადი

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გარსია მარკესი თვრამეტი წლის იყო, სურდა დაეწერა რომანი, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა თავის პაპა-ბებიის სახლის ამბებზე, სადაც ის გაიზარდა. იგი მტკიცედ განაგრძობდა ბრძოლას აზრებთან, ფიქრობდა წერის ხელსაყრელ სტილსა და იდეაზე. ერთ დღესაც, მან ამ ყველაფერზე პასუხი მაშინ მიიღო, როდესაც ოჯახთან ერთად მანქანით აკაპულკოსკენ მიემართებოდა. მარკესმა მანქანა გზიდან მოატრიალა და ოჯახი სახლში დაბრუნდა, რათა მას წერა დაეწყო. მაგრამ რომანმა იმაზე მეტი დრო წაიღო, ვიდრე ის ვარაუდობდა, თვრამეტი თვის მანძილზე მარკესი ყოველდღე წერდა. მისი მეუღლე საკვებს ნისიად იღებდა, ბინის მეპატრონისთვის კი ცხრა თვის ქირა დაუგროვდათ გადასახდელი. წიგნი კომერციულად ყველაზე წარმატებული რომანი გამოდგა.

გამონათქვამები

  • გაიღიმე, ნუ მისცემს უსიამოვნებას სიხარულის მიზეზს!
  • ზედმეტად ნურასდროს მოინდომებ, რადგან საუკეთესო ყოველთვის მოულოდნელად მოდის.
  • არ მისცე საკუთარ თავს ისე სიკვდილის უფლება, ერთხელ მაინც არ გამოცადო საყვარელ ადამიანთან გატარებული ღამის სიამოვნება.
  • ადამიანი არ იბადება ერთხელ და სამუდამოდ როცა დედა შობს, რადგან ცხოვრება ყოველდღე სიკვდილს და თავიდან დაბადებას აიძულებს.
  • ადვილად მოპოვებული ბედნიერება არასდროსაა ხანგრძლივი.
  • ოჯახურ ცხოვრებაში კატასტროფისგან თავის დაღწევა უფრო ადვილია, ვიდრე გულდასაწყვეტი წვრილმანებისგან.
  • ცნობისმოყვარეობა – ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვან მახეთა შორის, რომელთა დაგება სიყვარულს სჩვევია.
  • სიყვარულს და შავ ჭირს ზუსტად ერთნაირი სიმპტომები აქვთ.
  • წარმატებული სიბერე ეს არის უნარი, შეეწყო შენს სიმარტოვეს.