მარიამ ნაკანი სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის კარგად ნაცნობი ფიგურაა. ის საზოგადოებამ რეალითი-შოუ „ჯეობარიდან“ გაიცნო, სადაც მან პროექტი მოულოდნელად დატოვა და ყოფილ მეუღლეს შეურიგდა. მაშინ მარის ერთი შვილი – ლიტუკა თავაძე ჰყავდა. ლიტუკა ხშირად ხვდება დედის ობიექტივში - უმშვენიერესი გოგონა ფოტოგენურებით გამოირჩევა. ლიტუკამ მსახიობის ამპლუაც მოირგო და პოპულარულ სერიალში "ცვალებადი ნიშნები" ითამაშა.
"დღეს მოგიყვებით თუ რამდენი რამ გადაიტანა ამ პატარა სხეულმა 41 წლის მანძილზე:
მე ძირითადად ბაბუამ გამზარდა, ის ჩემი ნომერ 1 მეგობარი იყო. ბაბუ - ტონი კალანდარიშვილი ძალიან ცნობილი არქიტექტორი და რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი. მან შექმნა სავანის მიწისქვეშა 3 სართულიანი კომპლექსი და ააგო რესპუბლიკის მოედანი, სადაც რედისონ ივერია დგას. ისტორიის თანახმად, როცა ვახტანგ მეფემ თბილი წყლები აღმოაჩინა, მის ადგილას თბილისი ააშენა.
სწორედ ამ ლეგენდის შთაგონებით, ბაბუამ შექმნა გოგირდის წყლების მონუმენტი, ეს ძეგლი იყო თბილისის თბილ წყლებზე აღმოცენების სიმბოლო. იმ დროს სსრკ-ში საეჭვო იყო ასეთი თავისუფალი მონუმენტური ობიექტების დამზადება; ეს იყო ზედმეტად აბსტრაქტული (ეს იყო შადრევანი ქვაში, მაგრამ ხალხს შეეძლო ეფიქრა თაღებზე, ოჯახზე, გუმბათებზე ისინი თავისუფალი იყვნენ თავიანთ ასოციაციებში).
ტონის ეკითხებოდნენ : “რას ნიშნავს ეს მონუმენტი?”ის პასუხობდა: „ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი აზრი, თავად უნდა გაარკვიონ, იგრძნონ, დაინახონ “.
მან მაყურებელი კონკრეტული მოსაზრებებისგან გაათავისუფლა. საბჭოთა კავშირში ადამიანს განსაკუთრებით აკლდა თავისუფალი აზროვნება, აბსტრაქცია, თანამედროვე მიდგომა. ქვაში გამოთლილი უზარმაზარი შადრევანი განსაკუთრებით ათავისუფლებდა ჩარჩოებში და „ხრუშჩოვკებში“ გამოკეტილ მოქალაქეებს. ის არ იყო კონკრეტული და ბანალური , როდესაც ცხენი დგას და მაყურებელი ფიქრობს ო ცხენი.. მაგალითად სუპრემატიზმით მალევიჩმა გაათავისუფლა აუდიტორია - შეგიძლია იფიქრო რაც გინდა. შავი კვადრატი ფერის გამათავისუფლებელი იყო სიუჟეტისგან.
თბილისელებმა ბაბუას მონუმენტს „ყურები" შეარქვეს.
იაპონელებმა ამ ძეგლს მე-20 საუკუნის ყველაზე საინტერესო კომპლექსი უწოდეს.
სააკაშვილი რომ მოვიდა, ეს ძეგლი დაანგრია. მისი აზრით, ის ზედმეტად “საბჭოთა” იყო.
რაც გავიზარდე, ბაბუას აწუხებდა, რა პროფესიას ავირჩევდი. და მან მაჩუქა ზენიტი. “იქნებ სცადო გახდე ფოტოგრაფი?”
21 წლის წინ, როცა მარტოხელა დედა გავხდი, ბაბუა ძალიან იტანჯებოდა და წუხდა: „რას აპირებ? როგორ წარიმართება შენი ცხოვრება?
მე უკვე 41 წლის ვარ. მყავს ორი ზრდასრული შვილი და ბედნიერი, აგერ უკვე 19 წლის ურთიერთობა გიორგისთან. ათიათასობით ადამიანისთვის მე გავხდი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გჯეროდეს საკუთარი თავის და თავად მიაღწიო ყველაფერს.
ზუსტად იმ პერიოდში, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა მშობელი, აფხაზეთში ნაომი მამა ფსიქიატრიულში მომიკვდა.
საყვარელი ადამიანი ხელს რომ დაგარტყამს, უნდა წამოხვიდე, რადაც არ უნდა დაგიჯდეს.
როცა პირველ ქმარს დავშორდი ჩემი შვილი 2 წლის იყო, მე - 22. არც პროფესია მქონდა და არც შემოსავალი.
დედაჩემმა ვალები დააგროვა, ბინა ბანკში ჩადო და შობის ღამეს, 7 იანვარს მე და ჩემი შვილი ქუჩაში დავრჩით" - წერს მარიამ ნაკანი.