თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში მეუღლესთან, სანდრო მიკუჩაძესთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს. "10 წელი და მაინც ყველაფერი ისე არის, როგორც უნდა იყოს", - წერს ის.
თამუნა მუსერიძე და სანდრო მიკუჩაძე
ტელესახე თამუნა მუსერიძე და მსახიობი სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე რამდენიმე წელია, რაც ცოლ-ქმარნი არიან. მათ ორი საერთო გოგონა ჰყავთ. წინა ქორწინებიდან სანდროს გოგონა, თამუნას კი ვაჟი ჰყავს.
თამუნა ტელეწამყვანია და წლების განმავლობაში ხშირად ჩანდა ტელეეკრანებზე, სულ ცოტა ხნის წინ ეთერში მისი საავტორო გადაცემა „ვეძებ“ გავიდა, რომლის საშუალებითაც დაკარგული, გაყიდული ან გაშვილებული ადამიანები ოჯახის წევრების პოვნას ცდილობენ. სანდრო კი პროფესიით მსახიობია და არაერთ ცნობილ სპექტაკლსა და ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული.
სანდროსა და თამუნას ურთიერთობის შესახებ ცნობილი 2015 წელს გახდა. ისინი რამდენიმე თვის განმავლობაში დაშორებულები იყვნენ, თუმცა, საბოლოოდ, შერიგდნენ და დღეს ბედნიერი ოჯახი აქვთ. მათ ორი საერთო შვილი, ანიკა და მარიანა ჰყავთ.