„აბა როგორ არ ვიამაყოთ თქვენით?!“ - ნინო სუხიშვილის შთამბეჭდავი კადრები - Marao

„აბა როგორ არ ვიამაყოთ თქვენით?!“ - ნინო სუხიშვილის შთამბეჭდავი კადრები

2024-10-20 16:12:57+04:00

ნინო სუხიშვილის სახელსა და გვარს ბევრი განმარტება არ სჭირდება - ის ცნობილი და წარმატებული ოჯახის ღირსეული წარმომადგენელია. ნინო ძმასთან, ილიკოსთან ერთად "სუხიშვილების" ხელმძღვანელია. ამჯერად დიდ მოწონებას ნინოს ახალი ფოტოები იმსახურებს: 

ნინო სუხიშვილის ბიოგრაფია 

ნინო სუხიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი. 1986 წლიდან მუშაობს ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ დასში კოსტიუმების მხატვრად; 1986-2000 წლებში იყო ამავე დასის მსახიობ-მოცეკვავე; მუშაობდა ნაციონალური ბალეტის აღმასრულებელ მენეჯერად, ხოლო 2007 წლიდან  არის ანსამბლის დირექტორი და გენერალური პროდიუსერი; 2013 წელს მისი თანაავტორობით განხორციელდა პროექტი "რამიშვილები";

  • "ჩვენ ერთმანეთს ბევრი მივუძღვენით და არასდროს არაფერს დავიშურებთ" - ილიკო სუხიშვილი დის შესახებ საუბრობს  

მისი თანაავტორობითაა შექმნილი მოდერნბალეტ "რამიშვილებისა" და ოცამდე სხვა საცეკვაო კოსტიუმი. სხვადასხვა დროს მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო საქართველოს, საფრანგეთისა და აშშ-ის გალერეებში, ისინი არაერთ კერძო კოლექციაში ინახება. მისი რედაქტორობით გამოცემულია წიგნები: "ქართული ნაციონალური ბალეტი", "სოლიკო ვირსალაძე", "ილიკო სუხიშვილის მოგონებები".

  • წაიკითხეთ სრულად