"წარმოუდგენელი ემოციაა, წარმოუდგენელი გრძნობაა, ძალიან დიდი ბედნიერებაა" - ნინო თოლორდავა მეორე შვილისა და ოჯახის შესახებ - Marao

"წარმოუდგენელი ემოციაა, წარმოუდგენელი გრძნობაა, ძალიან დიდი ბედნიერებაა" - ნინო თოლორდავა მეორე შვილისა და ოჯახის შესახებ

2024-10-20 16:24:24+04:00

ტელეწამყვან ნინო თოლორდავასა და მის მეუღლეს, ბიზნესმენ გიორგი დავითაიას, ახლახან სუროგაციის გზით ვაჟი, თადა-ერეკლე შეეძინათ. ნინო ამბობდა, რომ ეს მისი დიდი ხნის ოცნება იყო. "სულ რამ­დე­ნი­მე დღე­ში კი­დევ ერთხელ გავ­ხდე­ბი დედა. ჩემი უფ­რო­სი შვი­ლი დღეს გახ­და 24 წლის და კი­დევ ვხდე­ბი დედა", - ამბობდა ის. 

  • ნინო თოლორდავა სუროგაციასა და შვილთან პირველად შეხვედრის შესახებ: "ქალები არ უნდა შეეგუონ, რომ ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემის გამო ვერ აჩენენ შვილს" 

ტელეწამყვანი გადაცემაში „იმუნიტეტი“ ნანატრი შვილის მოვლინებით გამოწვეულ საოცარ ემოციებზე საუბრობს.

"რომ ვუყურებ ვფიქრობ: ღმერთო, ამდენი წელი შენ გელოდებოდი. წარმოუდგენელი ემოციაა, წარმოუდგენელი გრძნობაა. ძალიან დიდი ბედნიერებაა. ჩემს შვილებს შორის სხვაობა 24 წელია. ამიკო 24 წლისაა და ახლა გაჩნდა თადა-ერეკლე. ნანატრი შვილი საოცრება ყოფილა“, - ამბობს ნინო თოლორდავა.

ნინო თოლორდავა

ნინო თოლორდავას პირველი მეუღლე  ზაზა ხაზალია იყო. ნინოს მეორე ქმარი კი ბიზ­ნეს­მე­ნი გი­ორ­გი და­ვი­თა­ი­აა. მას ბიზ­ნე­სი სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში აქვს.

  • TOP 7 ახალგაზრდა და ლამაზი ბებია საქართველოში - ვინ არიან წარმატებული ქალები, რომლებიც ბებიები ადრეულ ასაკში გახდნენ 

"ამიკო რომ იყო 6-7 წლის, იქიდან მოყოლებული მინდა სულ შვილი. სულ იმედგაცრუება მქონდა, განსაკუთრებით, ბოლო 6-7 წელია, არ ვიცი, როგორი ყოველდღიური მოლოდინი მქონდა, იქნებ ახლა, იქნებ ამ თვეში... მაგრამ არ დგებოდა ეს დღე, საჭირო იყო სამედიცინო ჩარევა. მადლობა ღმერთს, რომ შესაძლებელი გახდა მიმემართა სუროგაციის მეთოდისთვის", - ამბობდა ნინო თოლორდავა.