ტელეწამყვან ნინო თოლორდავასა და მის მეუღლეს, ბიზნესმენ გიორგი დავითაიას, ახლახან სუროგაციის გზით ვაჟი, თადა-ერეკლე შეეძინათ. ნინო ამბობდა, რომ ეს მისი დიდი ხნის ოცნება იყო. "სულ რამდენიმე დღეში კიდევ ერთხელ გავხდები დედა. ჩემი უფროსი შვილი დღეს გახდა 24 წლის და კიდევ ვხდები დედა", - ამბობდა ის.
ტელეწამყვანი გადაცემაში „იმუნიტეტი“ ნანატრი შვილის მოვლინებით გამოწვეულ საოცარ ემოციებზე საუბრობს.
"რომ ვუყურებ ვფიქრობ: ღმერთო, ამდენი წელი შენ გელოდებოდი. წარმოუდგენელი ემოციაა, წარმოუდგენელი გრძნობაა. ძალიან დიდი ბედნიერებაა. ჩემს შვილებს შორის სხვაობა 24 წელია. ამიკო 24 წლისაა და ახლა გაჩნდა თადა-ერეკლე. ნანატრი შვილი საოცრება ყოფილა“, - ამბობს ნინო თოლორდავა.
ნინო თოლორდავა
ნინო თოლორდავას პირველი მეუღლე ზაზა ხაზალია იყო. ნინოს მეორე ქმარი კი ბიზნესმენი გიორგი დავითაიაა. მას ბიზნესი სხვადასხვა ქვეყანაში აქვს.
"ამიკო რომ იყო 6-7 წლის, იქიდან მოყოლებული მინდა სულ შვილი. სულ იმედგაცრუება მქონდა, განსაკუთრებით, ბოლო 6-7 წელია, არ ვიცი, როგორი ყოველდღიური მოლოდინი მქონდა, იქნებ ახლა, იქნებ ამ თვეში... მაგრამ არ დგებოდა ეს დღე, საჭირო იყო სამედიცინო ჩარევა. მადლობა ღმერთს, რომ შესაძლებელი გახდა მიმემართა სუროგაციის მეთოდისთვის", - ამბობდა ნინო თოლორდავა.