სოციალური ქსელის, განსაკუთრებით კი, „ინსტაგრამის“ მომხმარებლები მარიამ შუკაკიძისა და დავით ბოლქვაძის წყვილს უკვე კარგად იცნობენ. მარიამს „ინსტაგრამზე“ 4 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს და მისი ფოტოები ყოველთვის დიდ გამოხმაურებას იწვევს. წყვილი ბათუმში ცხოვრობს.
დავით ბოლქვაძე მეზღვაურია და ხშირად უწევს ოჯახიდან შორს ყოფნა, მარიამი კი სამ გოგონას ზრდის და სოციალურ ქსელში აქტიურობასაც ახერხებს.
მარიამ შუკაკიძე
მარიამ შუკაკიძე საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც მისი გამომწერების რიცხვი რეკორდულად გაიზარდა. ის ქართველ ცნობილ სახეებსა და ინფლუენსერებს შორის 4.6 მილიონი გამომწერით "ინსტაგრამ ფოლოვერით" ლიდერია. მან ცოტა ხნის წინ საკუთარი სილამაზის ცენტრიც გახსნა და მის გვერდზე ამ მიმართულებით რჩევებსაც ნახავთ. ამჯერად კი მარიამ შუკაკიძე მეუღლის შესახებ წერს:
"ბედნიერი ვარ, რადგან ყველა ჩემი წარმატების უკან შენ დგახარ. შენ ხედავ ჩემს გულსა და ადამიანობას. ამიტომაც დავიმსახურე ყველაფერი საუკეთესო. ქმარი, რომელმაც ზუსტად იცის ჩემი ფასი, რომელიც ყოველთვის მხარში მიდგას და მიყურებს გაბრწყინებული თვალებით.
იშვიათია ასეთი გულწრფელი სიყვარული, რაც ჩვენ გაგვაჩნია", - წერს მარიამ შუკაკიძე.