ბლოგერი ნუცა ცისკარიშვილი ფოტოგრაფ ნათია ღაჭავას იუთუბის არხზე სტუმრად იმყოფებოდა, სადაც მამის დაკარგვის მძიმე და მტკივნეული მომენტი გაიხსენა.
„მე მამას გოგო ვიყავი მთელი ჩემი ცხოვრება. ახლაც მამას გოგო ვარ. კარგი ნუცას წინა პლანზე წამოწევა სწორედ მამის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. მამა რომ გარდაიცვალა, დავიჯერე, რომ იქიდან მიყურებდა. ბიჭებს არასდროს ვხვდებოდი. თავდაჭერილი ვიყავი სადაც წავიდოდი. ბრილიანტს მეძახდა და როგორი მისაბაძი გოგოც ვიყავი მისთვის მინდოდა ასეთი ვყოფილიყავი. მამას ისტორიას რაც შეეხება, მეგონა ეგეთი მომენტი ფილმებში მქონდა ნანახი.
2012 წელს დაიღუპა მამა. სრული სიბნელე იყო არაფერი არ ჩანდა იმის იქით. ერთადერთი საფიცარი მამა მყავდა. ფეხებთან ვეჯექი და ხრიალი რომ დაიწყო ძალიან შემეშინდა. ბოლო წუთებშიც თავზე ვედექი. ვიცანი ის მომენტი როცა სხეული სულს ტოვებდა. ბებოსთანაც ეს მომენტი მქონდა. სიკვდილის აღარ მეშინია ამიოს გამო.
მარტის ძალიან ცივი ღამე იყო. გაღუღუნებულ ღუმელთან უბრალოდ დაიძინა, დაახლოებით რამის 12 საათი იყო ჯინსების თაობას ვკითხულობდი. სწორედ მაგ დროს ვფიქრობდი, რომ საყვარელი ადამიანის დაკარგვა არ მქონდა გამოცდილი. უცებ გავიგე უცნაური ხრიალი და იმ დღეს ცუდად გრძნობდა თავს.
10 საათზე დაიძინა და 11 საათზე დაიწყო ეს უცნაური ხმა. მივხვდი, რომ უკვე მიდიოდა. ჩემი პატარა დები ერთი მუთაქით გამოვარდა და საშველად მივედით. სალომემ მუთაქა ამოუდო ფეხებში და იძახდა სისხლი ტვინისკენ წავაო. მეორე დამ გულის დამუშავება დაიწყო. ზუსტად ხუთ წუთში გარდაიცვალა“, – საუბრობს ნუცა ცისკარიშვილი.
ნუცა ცისკარიშვილის ცხოვრება ზღაპარს ჰგავს, ისეთ ზღაპარს, რომელზეც ხშირად გოგონები ბავშვობაში ოცნებობენ. მეორე კურსზე იყო, როდესაც გადაწყვიტა, რომ თავისუფლება თავზე წაკრული მანდილით გამოეხატა. თავიდან ყველას დროებითი გატაცება ეგონა, ოჯახი კი ხალხის არცთუ ისე სასიამოვნო კომენტარებზე ნერვიულობდა. გოგონას ეუბნებოდნენ, რომ ამ იმიჯით დაოჯახება გაუჭირდებოდა. მას შემდეგ წლები გავიდა და გოგონა მანდილით ცნობილი მწერლის, ოტია იოსელიანის შვილიშვილის, უმცროსი ოტიას მეუღლეა.
წყვილი ჯერ კიდევ წლების წინ დასახლდა წყალტუბოში, მწერლის კარ-მიდამოში და სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი. თავიდან ნუცა საზოგადოებამ სოციალურ ქსელში გვერდით "ოტიას ეზოთი“ გაიცნო, საიდანაც მუდამ მოღიმარი მანდილიანი გოგონა გამომწერებს საინტერესო ამბებს უზიარებდა.
მალე მიხვდა, რომ პირადი სივრცეც აუცილებელი იყო და ახალი გვერდი "ნუცას დღიური“ გააკეთა, სადაც უკვე ასი ათასზე მეტი "მეგზური“ ჰყავს. ასე ეძახის ნუცა თავის გამომწერებს, რომელთაც ბოლო ორი თვეა შეცვლილ როლსა და ცხოვრებაზე უყვება. ოტიას და ნუცას ოთხი წლის შემდეგ ნანატრი შვილი, დაჩი იოსელიანი შეეძინათ...