პროექტ "Top გოგოს" აქტიურ მაყურებელს არ გამორჩებოდა ის ფაქტი, რომ ერთ-ერთ უკანასკნელ გადაცემაში შოუს მესვეურებმა გოგონებს პატარა სიურპრიზი მოუწყვეს და ,,დელფოსის" სამკაულების სადემონსტრაციოდ ტოპლეს ფოტოსესია დაგეგმეს, რასაც პროექტის მონაწილეების მხრიდან საკმაოდ არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.
მიუხედავად იმისა, რომ გოგონებისთვის არავის შეუთავაზებია მკერდის მთლიანად მოშიშვლება და სხეულის პიკანტურ ნაწილებს სანახევროდ აშუქებდნენ, ქართველი მონაწილეების ნაწილი მაინც შეუშინდა ოჯახისა და ახლობლების რეაქციას და ტელეკამერის წინ ნახევრად შიშველ მდგომარეობაში გამოჩენას მოერიდა, რაც მოსალოდნელიც იყო, მაგრამ არავინ მოელოდა იმას, თუკი გარკვეულ პრეტენზიას არაესთეტიკური სიშიშვლის მიმართ პროექტის უკრაინელი მონაწილეც გამოთქვამდა.
აღშფოთებულ კონკურსანტებს ,,ფსიქოლოგის" რანგში ,,Top გოგოს" კონსულტანტი საშა პრიშვინი მოევლინა, რომელმაც ყველა ღონე იხმარა გოგონების დასაშოშმინებლად და უნდა ითქვას, რომ ამ საქმეს შესანიშნავად გაართვა თავი, თუმცა უხერხულობისა და დაძაბულობის გარეშე ფოტო-გადაღებას მაინც არ ჩაუვლია.
როგორც პროექტის ჟიურის თავმჯდომარე ნინო ცქიტიშვილმა აღნიშნა, მსგავსი დამოკიდებულება საქმისადმი უარყოფითად აისახება კონკურანტების სამომავლო კარიერულ წინსვლაზე.
გუშაგი