კანის მოვლის ენთუზიასტებისთვის კარგად არის ცნობილი ისეთი აქტიური ინგრედიენტების ეფექტი, როგორიც არის რეტინოლი, ჰიალურონის, სალიცილისა და გლიკოლის მჟავები, ნიაცინამიდი, C ვიტამინი და სხვა, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში მათგან მაქსიმალურ საგებელს ვერ ვიღებთ, ხანდახან კი მათ ეფექტს საერთოდ ვერ ვამჩნევთ ხოლმე, რისი მიზეზიც შეიძლება არასწორად შერჩეული ფორმულები ან კომბინაციები იყოს.
აქტიური ინგრედიენტი არის ნაერთი ან სუბსტანცია, რომელიც კანის კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად არის განკუთვნილი, მაგალითად, აკნეს, სიმშრალის, როზაცეას, ჰიპერპიგმენტაციის, წვრილი ხაზებისა და სხვა.
თითოეული მათგანი ჩვენი ჩვენებისა და საჭიროების შესაბამისად უნდა შევარჩიოთ. აუცილებელია გამოყენების ზუსტი წესების დაცვაც, მაგალითად, რამდენიმე ძლიერმოქმედი აქტიური ნივთიერების ერთდროულად მოხმარებისგან თავის შეკავება.
კანის მოვლის პროდუქტებში ყველაზე ხშირად გამოყენებადი აქტიური ინგრედიენტები, მათი მოხმარების წესები და დერმატოლოგების მიერ რეკომენდებული ბრენდები:
მიუხედავად იმისა, რომ ინგრედიენტი ათასობით თავის მოვლის პროდუქტში გვხვდება, რატომ არის ზოგიერთი უფრო ეფექტური, ზოგი კი ნაკლებად? ამის მიზეზი პროდუქტის ფორმულაში უნდა ვეძებოთ. რეკომენდებულია, კანის მოვლის საშუალება არ შეიცავდეს ალკოჰოლსა და პარფიუმს, არ გვხვდებოდეს მასში ეთერზეთი, რომელიც მეცნიერულად დადასტურებულ შედეგს ვერ იძლევა და შეიძლება, ალერგიული რეაქციაც გამოიწვიოს. აღნიშნულ ინგრედიენტებთან სინთეზში ჰიალურონის მჟავა ნაკლებად ეფექტურია, სწორად მოხმარების შემთხვევაშიც კი.
ნებისმიერი პროდუქტის რუტინაში შეტანამდე უნდა გადავამოწმოთ, არის თუ არა ის დერმატოლოგიურად ტესტირებული და შეიცავს თუ არა ჩამოთვლილ არასასურველ ინგრედიენტებს. უმჯობესია, არჩევანი გავაკეთოთ დერმატოლოგიურ ბრენდებზე, მაგალითად, Payot, SVR და სხვა. აღნიშნული ბრენდების ფორმულების ეფექტურობა და კანთან თავსებადობა კვლევებით არის დადასტურებული.
Payot-ის შრატი ჰიალურონის მჟავის მაღალი კონცენტრაციით
ჰიალურონის მჟავა ყველა კლიმატურ პირობებში ერთნაირ შედეგს ვერ იძლევა. მისგან საუკეთესო სარგებელს ტენიან, ტროპიკულ კლიმატში მაცხოვრებლები იღებენ. ინგრედიენტის საუკეთესო „მეგობარი“ ტენიანობაა, ამიტომ ის ნამიან კანზე უნდა დავიტანოთ.
მისი მოქმედების მექანიზმი ასეთია: გარემოდან იზიდავს წყალს, რომლითაც ქმნის ბარიერს და ღრმად ატენიანებს კანს. იმ შემთხვევაში, თუ ინგრედიენტს მშრალ კლიმატურ პირობებში მოვიხმართ, ის ჩვენი კანის ღრმა შრეებიდან ეცდება ტენიანობის შეწოვას, რაც კიდევ უფრო მეტ სიმშრალეს გამოიწვევს. სწორედ ამიტომ, ჰიალურონის მჟავის რუტინაში შეტანამდე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ჩვენი საცხოვრებელი გარემო და დავიცვათ სწორად მოხმარების წესები.
ჰიალურონის მჟავა თითქმის ყველა აქტიურ ინგრედიენტთან თავსებადია, იქნება ეს რეტინოლი, სალიცილის მჟავა, ნიაცინამიდი, AHA და BHA მჟავები თუ სხვა, აძლიერებს მათ მოქმედებასა და კანის დამცავ ბარიერს.
ინგრედიენტის კიდევ ერთი სუპერძალა აკნესთან ეფექტურად ბრძოლის უნარია. რეტინოლი გამოიყენება როგორც საშუალო და მსუბუქი აკნეს საწინააღმდეგოდ, ისე პრევენციისთვის. საუკეთესო შედეგის მისაღებად კი აუცილებელია, მოვიხმაროთ რეგულარულად და დავიტანოთ ყოველთვის მშრალ კანზე.
რეტინოლის რუტინაში შეტანის შემდეგ უარი უნდა ვთქვათ პილინგისთვის განკუთვნილ მჟავებზე, მაგალითად, სალიცილი, გლიკოლი, AHA და BHA. იმის გამო, რომ ინგრედიენტი მზის ულტრაიისფერი სხივების მიმართ კანის მგრძნობელობას ზრდის, ყოველდღიურად არ უნდა დაგვავიწყდეს მაღალი SPF-იანი საშუალების გამოყენება.
მასთან სინთეზში უსაფრთხოა ჰიალურონის მჟავა, ნიაცინამიდი და კერამიდები, რომლებიც იცავს კანს გამოშრობისგან და აძლიერებს ბარიერს. რეკომენდებულია, რეტინოლი მხოლოდ ღამის რუტინაში შევიტანოთ.
ნიაცინამიდი იცავს კანს თავისუფალი რადიკალებისგან, აჯანსაღებს და ატენიანებს მას, აღადგენს დამცავ ბარიერს. შეგვიძლია გამოვიყენოთ თითქმის ნებისმიერ ინგრედიენტთან სინთეზში, მათ შორის პილინგის მჟავებთანაც.
საუკეთესო შედეგის მისაღებად ნიაცინამიდი ნამიან კანზე უნდა დავიტანოთ. შეგვიძლია შევიტანოთ როგორც დილით, ისე საღამოს რუტინაში.
C ვიტამინი გამოირჩევა ანტი-ასაკობრივი ეფექტით, ათანაბრებს კანის ტონს და ებრძვის წვრილი ხაზების წარმოქმნას. რეკომენდებულია, C ვიტამინთან სინთეზში არ გამოვიყენოთ რეტინოლი და პილინგის მჟავები; ინგრედიენტი ჩავრთოთ მხოლოდ დილის რუტინაში და არ დაგვავიწყდეს მზისგან დამცავი საშუალება.
თითოეული აქტიური ნივთიერება ეფექტს იძლევა მაშინ, როცა კანის მოვლის საშუალების უკან კვლევები და სანდო დასკვნები დგას. სწორედ ამიტომ, პროდუქტის შერჩევამდე ყურადღება უნდა მივაქციოთ მის შემადგენლობასა და დერმატოლოგთა რეკომენდაციებს.
R