წლების განმავლობაში სოციალური მედია გვიზიარებდა ცნობილი ადამიანების ხუთ, ათ და მეტსაფეხურიან თავის მოვლის რუტინას, რომელიც გლუვი და უნაკლო კანის მთავარ გასაღებად არის წარმოჩენილი.
რეალურად კი შეიძლება, რამდენიმე საფეხურიანი რუტინა ყველა ტიპის კანისთვის არ იყოს შესაბამისი და პრობლემების გამომწვევიც გახდეს, მაგალითად: ფორების დახშობის, გამონაყარის, ალერგიული რეაქციის, კანის დამცავი ბარიერის დარღვევისა და სხვა. აღნიშნული უკუჩვენებები განსაკუთრებით გამოხატულია ცხიმიანი, აკნესკენ მიდრეკილი და მგრძნობიარე კანის შემთხვევაში.
თუ კანის მოვლის მარტივ რუტინას ანიჭებთ უპირატესობას და თქვენს შემთხვევაში სწორედ ეს მიდგომა იძლევა საუკეთესო შედეგს, გიზიარებთ სამ მთავარ საფეხურსა და ინგრედიენტს, რომელიც ყველა ჩვენგანს დაეხმარება სასურველი შედეგის მიღებაში:
კანის საფუძვლიანი წმენდა ის მთავარი საფეხურია, რომელიც თავის მოვლის სხვა საშუალებების ეფექტურ მოქმედებას უზრუნველყოფს. რეკომენდებულია, ქაფი, გელი თუ სხვა ტიპის დასაბანი საშუალება მსუბუქად ავიქაფოთ, ერთი წუთის განმავლობაში მასაჟის მოძრაობით შევიზილოთ და შემდეგ კარგად ჩამოვიბანოთ.
დასაბანი საშუალება არ უნდა გვიშრობდეს კანს, არ უნდა არღვევდეს მის დამცავ ბარიერს, თუმცა საფუძვლიანად უნდა გვაშორებდეს მკვდარ უჯრედებსა და ჭუჭყს, რომლის დაგროვებაც კომედონებისა და გამონაყარის წინაპირობაა ხოლმე. სწორედ ამიტომ დერმატოლოგები რეკომენდაციას უწევენ ისეთ დელიკატურ დასაბან საშუალებებს, რომელიც არ შეიცავს პარფიუმსა და ალკოჰოლს და იდეალურად ასრულებს თავის ფუნქციას.
სასურველია, დასაბანი საშუალება შეიცავდეს ჰიალურონის მჟავას, ნიაცინამიდს ან კერამიდებს (თუ აკნე გვაწუხებს, კვირაში ორჯერ შეგვიძლია, სალიცილის მჟავის შემცველი საშუალების გამოყენებაც). აღნიშნული ინგრედიენტები რუტინის პირველივე საფეხურზევე გვეხმარება სხვადასხვა პრობლემასთან ბრძოლაში და აძლიერებს სხვა პროდუქტების მოქმედებას.
SVR-ის დასაბანი საშუალებები სხვადასხვა ტიპის კანისთვის
სწორად შერჩეული დამატენიანებელი საშუალება ჯანსაღი კანის შენარჩუნებასა და პრობლემების პრევენციაში დაგვეხმარება.
ცხიმიანი ან კომბინირებული კანის შემთხვევაში რეკომენდებულია გამოვიყენოთ პროდუქტი, რომელსაც ანოტაციაში მითითებული აქვს რომ არის არაკომედოგენური, არ ახშობს ფორებს არ შეიცავს პარფიუმსა და სპირტს.
თუ მგრძნობიარე კანი გვაქვს ან როზაცეა გვაწუხებს, უმჯობესია გამოვიყენოთ სპეციალურად ჩვენი ჩვენებისთვის შექმნილი ხაზი, რომელიც თითქმის ყველა დერმატოლოგიურ ბრენდს აქვს, მათ შორის SVR-ს, Payot-სა და სხვა.
Payot-ის ღრმა დამატენიანებელი ჰიალურონის მჟავით
მშრალი კანის შემთხვევაში უფრო სქელი ტექსტურის დამატენიანებლის გამოყენება საუკეთესო შედეგს არ ნიშნავს. ამ შემთხვევაშიც შემადგენლობას უნდა დავაკვირდეთ. ღრმა დატენიანებისთვის რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცველი კრემი შევიტანოთ როგორც დღის, ისე ღამის რუტინაში.
როგორც ჰიალურონის მჟავა, ისე ნიაცინამიდი და კერამიდები ეფექტურია ყველა ტიპის კანზე, აღადგენს დამცავ ბარიერს, ხელს უწყობს ცხიმიანობის რეგულირებას და უზრუნველყოფს ღრმა დატენიანებას.
SVR-ს არაკომედოგენური დამატენიანებელი ჰიალურონის მჟავით
მზისგან დამცავი საშუალება ჩვენი რუტინის მთავარი პროდუქტია, რომელიც გვიცავს მელანომისგან, ანელებს დაბერების პროცესს და გვეხმარება ჰიპერპიგმენტაციასთან ბრძოლაში.
დერმატოლოგები გვირჩევენ, რომ მზისგან დამცავი საცხი ან სითხე ჩვენი დილის რუტინის განუყოფელ ნაწილად ვაქციოთ. არსებობს მზისგან დამცავი ფილტრის შემცველი დამატენიანებლებიც, რომელიც ორმაგ ეფექტს იძლევა.
SVR-ის დამატენიანებელი კრემი მზისგან დამცავი ფილტრით
რაც შეეხება ღამის რუტინას, თუ ყოველდღიურ მაკიაჟს ვიყენებთ, კანის საფუძვლიანად გასუფთავებაში ორსაფეხურიანი წმენდა უზრუნველყოფს, მიცელარული წყლითა და დასაბანი ქაფით ან გელით.
მიცელარული წყალი დელიკატურად უნდა აშორებდეს მაკიაჟს და არ უნდა აშრობდეს კანს. მისი ჩამობანის შემდეგ რეკომენდებულია გამოვიყენოთ ჩვენი კანის ტიპის შესაბამისი დამატენიანებელი საშუალება.
მარტივი რუტინა დაგვეხმარება, არ გადავტვირთოთ კანი და მაქსიმალური შედეგი მივიღოთ თითოეული პროდუქტისა და ინგრედიენტისგან.
R