"ამ ბედნიერი მომენტებისთვის ვცხოვრობთ... მამას დღე" - თიკა ფაცაცია ოჯახურ კადრებს გვიზიარებს - Marao

"ამ ბედნიერი მომენტებისთვის ვცხოვრობთ... მამას დღე" - თიკა ფაცაცია ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

2024-10-28 11:05:04+04:00

ომახიანი ხმა, დადებითი განწყობა და უზადო გარეგნობა - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, რითიც თიკა ფაცაცია უამრავი ადამიანის გულის მოგებას უკვე არაერთი წელია წარმატებით ახერხებს. 

თიკა ფაცაცია 42 წლისაა, კარიერა კი 16 წლისამ სამოდელო სფეროში დაიწყო. თიკა ეკრანებზეც და სოციალურ ქსელშიც ყოველთვის დადებითი განწყობითა და ღიმილითაა, თუმცა ცხოვრებაში, ბევრ წარმატებასთან ერთად, ბევრი იმედგაცრუებაც შეხვედრია. 

თიკა ფაცაცია და მისი ოჯახი 

1987 წელს, 3 წლის ასაკში შეიყვანეს საბალეტო სკოლაში. მოგვიანებით, 1991 წელს, თიკამ ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრა ისწავლა. 1997 წელს თიკამ პროფესიონალურ მოდელობას მოჰკიდა ხელი და ქართველი მოდელიორების თითქმის ყველა ჩვენებაში მონაწილეობდა. 2000 წელს ჯგუფი „სეთი“ შექმნა და აშშ–ში გაემგზავრა. 2003 წელს კი თიკამ პირველი ალბომი გამოსცა სახელწოდებით „თქვი, რას აპირებ“. ალბომში ახალი 11 სიმღერა შევიდა. 2006 წელს გამოვიდა თიკას სინგლი „სიმართლის დროა“.2008 წელს თიკა ფაცაცია „იმედის ტალღის“ გამარჯვებული გახდა, იმავე წელს "ევროვიზია 2008"–ში სურდა მონაწილეობის მიღება, თუმცა მან დიანა ღურწკაიაზე ნაკლები ქულა დააგროვა.

  • თიკა ფაცაცია იუბილარია: განვლილი გზა, ბრწყინვალე კარიერა და დიდი ოჯახი 
  • თიკა ფაცაციას პარიზული დაბადების დღე - ულამაზესი კადრები საფრანგეთიდან 

2009 წელს თიკამ კვლავ "ევროვიზია 2009"–ის შესარჩევ კონკურსში მიიღო მონაწილეობა სიმღერით „Miracle“ („საოცრება ხარ“), მაგრამ "ევროვიზიაზე" წარსადგენად "სტეფანე და სამი გოგო" აირჩიეს.

2010 წლის 1-ელი თებერვლიდან თიკა ფაცაცია შოუ „ნიჭიერის“ წამყვანი იყო. მისი და ვანიკო თარხნიშვილის დუეტი წარმატებული აღმოჩნდა. გარდა „ნიჭიერისა“, მათ ერთად მიჰყავდათ შოუ „მელომანია“. ამჟამად თიკა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემების, „სხვა შუადღისა“ და "ექიმების" წამყვანია. 2021 წლიდან არის "ნიჭიერის" ჟიურის წევრი.

თიკა ფაცაციას მეუღლე ბიზნესმენი დავით ანთელიძეა. თიკამ დავითზე 17 წლის ასაკში იქორწინა. მეუღლე მასზე გაცილებით უფროსია. მათი სასიყვარულო ისტორია მრა­ვა­ლი წლის წინ დაიწყო, ჯერ კი­დევ მა­შინ, როცა თიკა მო­დე­ლობ­და. იმ პერიოდში და­ვით ან­თე­ლი­ძე ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობ­და, ფა­ცა­ცია ტე­ლე­ვი­ზორ­ში ნახა და თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა პი­რა­დად გა­ეც­ნო. წყვილს სამი ვაჟი ჰყავს.

ამჯერად თიკა მამას დაბადების დღეს ულოცავს და ოჯახურ კადრებს აქვეყნებს: