78 წლის შერი 38 წლის რჩეულთან ერთად გამოჩნდა - Marao

"ჩემს მე­გობ­რებს ყო­ველ­თვის ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ არ გა­ე­ბათ რო­მა­ნი უმ­ცროს მა­მა­კაც­თან" - 78 წლის შერი 38 წლის რჩეულთან ერთად გამოჩნდა

2024-10-28 14:00:59+04:00

 ამერიკელი მომღერალი შერი ამჟამად ურთიერთობაშია ალექსანდრ ედვარდსთან, რომელსაც შარშან პარიზის მოდის კვირეულზე შეხვდა. მაშინ ალექსანდრისთვის შერის ტელეფონის ნომერი საერთო მეგობარს მიუცია, რამაც მუსიკოსი აღაშფოთა.

"მეგობრებს ვეუბნებოდი, მეტისმეტად ასაკოვანები ვართ იმისთვის, რომ ბევრად ახალგაზრდა კაცებს შევხვდეთ, მე კი მოწერილი მესიჯით არავინ შემიყვარდება-მეთქი", — იხსენებს შერი, — "ასე რომ, ზუსტად ის ვქენი, რასაც არ ვაპირებდი".

წყვილი მარტის თვეში უკვე ერთად გამოჩნდა ვერსაჩეს 2023 წლის საშემოდგომო ჩვენებაზე. შერის თქმით, არ უყვარს, როცა ადამიანს "განსაკუთრებულს" უწოდებენ, თუმცა, თვითონ სწორედ ასე აფასებს პარტნიორს. მუსიკოსი ასევე ამბობს, რომ მათ ურთიერთობაზე დაწყებული მითქმა-მოთქმის შესახებაც სმენია — ეს კი დიდწილად წყვილს შორის 40-წლიან ასაკობრივ სხვაობას უკავშირდება. თუმცა, შერის თქმით, ეს არც აოცებს და არც ადარდებს.

  • "სჯობს, შენს პატარა ქვეყანაში იყო ვარსკვლავი..." - ია ფარულავა ჰოლივუდიდან წამოსვლისა და საკუთარი კარიერის შესახებ 
  • "ცოტა ჩამორჩენილი და მეოცე საუკუნეში გაჭედილი ვარ, ვერ ავყევი ამ 21-ე საუკუნეს..." - ზურა ყიფშიძის ამბავი 

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში მომ­ღე­რალ­მა ისიც კი აღი­ა­რა, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად მას­ზე ასა­კით უმ­ცროს მა­მა­კაც­თან ურ­თი­ერ­თო­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო:

"ჩემს მე­გობ­რებს ყო­ველ­თვის ვე­უბ­ნე­ბო­დი,რომ არ გა­ე­ბათ რო­მა­ნი უმ­ცროს მა­მა­კაც­თან. ამის­თვის ზედ­მე­ტად ასაკ­ში ვართ. რა თქმა უნდა, არის სა­კი­თხე­ბი, რო­მელ­შიც ერ­თმა­ნეთს სა­ერ­თოდ ვერ ვუ­გებთ: ხან­და­ხან ჩემი თა­ო­ბის მომ­ღერ­ლებს ვიხ­სე­ნებ, მას კი წარ­მოდ­გე­ნაც არ აქვს ვის­ზე ვსა­უბ­რობ", - ამ­ბობს შერი.

მი­უ­ხე­და­ვად მსგავ­სი უმ­ნიშ­ვნე­ლო უთან­ხმო­ე­ბი­სა, მომ­ღე­რა­ლი მა­ინც აღ­ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა ქალ­მა ცხოვ­რე­ბა­ში ერთხელ მა­ინც უნდა გამოცადოს ასა­კით უმ­ცროს მა­მა­კაც­თან ურ­თი­ერ­თო­ბა.

ცოტა ხნის წინ შერი, ედვარდსი და მისი ვაჟი სლეში დაესწრებიან Cirque du Soleil-ის KOOZA-ს პრემიერას: