TOP 12 ძველი თაობის ქართველი მოდელი - Marao

TOP 12 ძველი თაობის ქართველი მოდელი

2024-10-28 17:36:26+04:00

90-იანი წლე­ბი და 2000-იანი წლე­ბის და­სა­წყი­სი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მე და რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო, ხალ­ხი უკი­დუ­რეს გა­ჭირ­ვე­ბას ებ­რძო­და, თუმ­ცა ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა ამ მძი­მე პე­რი­ოდ­შიც ცდი­ლობ­და თა­ვის წარ­მო­ჩე­ნას, ხში­რად ტარ­დე­ბო­და სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბაც. ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რი იყო 90-იანი წლე­ბის მი­წუ­რუ­ლი, როცა ქარ­თულ პო­დი­უმ­ზე არა­ერ­თი უმ­შვე­ნი­ე­რე­სი მო­დე­ლი გა­მოჩ­ნდა. 

თიკა ფაცაცია

თიკა ფაცაცია 43 წლისაა, კარიერა კი 16 წლისამ სამოდელო სფეროში დაიწყო. თიკა ეკრანებზეც და სოციალურ ქსელშიც ყოველთვის დადებითი განწყობითა და ღიმილითაა, თუმცა ცხოვრებაში, ბევრ წარმატებასთან ერთად, ბევრი იმედგაცრუებაც შეხვედრია. 

ლიკა კვარაცხელია

ყოფილ მოდელს, უმშვენიერეს ლიკა კვარაცხელიას, სამი შვილი, დათუნა, ელენე და ანა შელიები ჰყავს. ანა უკვე დაოჯახებულია მორაგბე ლაშა ლომიძეზე და მათ ორი შვილი შეეძინათ. ანა მშობლებისგან შორს ცხოვრობს, თუმცა ლიკა ბებიის ამპლუით მაინც ტკბება და, როგორც თავად ამბობს, შვილიშვილები აძლევენ მოტივაციას, მუდმივად ფორმაში იყოს.

ლიანა შენგელია

ლიკა შენგელია ძველი თაობის მოდელებს მიეკუთვნება. ბევრისთვის დაუჯერებელია, თუმცა ულამაზეს ქართველ ქალს ხუთი შვილი ჰყავს – ორი – ბიჭი და გოგონა, პირველი ქორწინებიდან, სამი ბიჭუნა – მეორე ქორწინებიდან. ლიკა უკვე სამი შვილიშვილის ბებიაცაა, თუმცა ყოველთვის ფორმაშია და არაჩვეულებრივად გამოიყურება. 

რუსა ჩაჩუა

ქართველი მოდელი რუსა ჩაჩუა დღეს საქართველოში ერთ-ერთ ლამაზ ქალად ითვლება. ახალგაზრდა მოდელი მრავალშვილიანი დედა, დიასახლისი და პარალელურად, აქტიური ფოტომოდელია.

თაკო ჩხეიძე

თაკო ჩხეიძე 1981 წელს თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ენის სპეციალობით. 1995 წელს დაიწყო სამოდელო საქმიანობა სააგენტო „ნატალიში“. მუშაობდა ნიუ-იორკის სამოდელო სააგენტო IMG-სა და პარიზის სააგენტო „ვივაში“. 2006 წელს სათავეში ჩაუდგა სამოდელო სააგენტო „ჯეომოდელსს“, რომელიც თავად დააარსა და დღემდე წარმატებულად საქმიანობს.

ნინა ცქიტიშვილი

ცნობილი მოდელი ნინა ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ნინო "მის საქართველო 1997"-ისა და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სააგენტოს, Look Models-ის დამფუძნებელია. ის ასევე წარმატებული კალათბურთელის,  ვატო ნაცვლიშვილის მეუღლეა და მათ ოთხი შვილი ჰყავთ. ყველაზე უფროსს, თაკო ნაცვლიშვილს, საზოგადოება უკვე კარგად იცნობს.

სალომე ღვინიაშვილი

სალომე ღვინიაშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებს და გამომწერების მხრიდან ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. იგი უკვე არაერთი წელია, საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი სახეა. სალომემ სამოდელო კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო, თუმცა17 წლის იყო, როცა ცოლად გაჰყვა ტატო აბულაძეს, რომელთან ერთადაც მოდელმა 3 წელი იცხოვრა. მას და ტატოს საერთო ბიჭი, დათუნა აბულაძე ეყოლათ.

ირინა ონაშვილი

ირინა ონაშვილს ფართო საზოგადოება 2003 წლიდან იცნობს, როცა ის „მის საქართველოს“ გამარჯვებული გახდა. მას შემდეგ მოდელის კარიერა და პირადი ცხოვრება არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. ამის შემდეგ ირინა რამდენიმე ტელეგადაცემასა და სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებშიც“ გამოჩნდა.

თამუნა გაბრიელაშვილი

  • ბედნიერი ოჯახი და ზღაპრული დასვენება მზიან სანაპიროზე - ფეხბურთელ ალექსანდრე ამისულაშვილისა და დიზაინერ ნინა ზარქუას 19-წლიანი ქორწინება, ოჯახური იდილია და ახალი ფოტოები 
  • "არასოდეს მიფიქრია მის სამეფო წარმოშობაზე, უბრალოდ, შეგვიყვარდა ერთმანეთი" - ლეილა ყიფიანის ქორწინება სამეფო ოჯახის წევრზე და უარი მსახიობობაზე 

თა­მუ­ნა გაბ­რი­ე­ლაშ­ვი­ლი 90-იანი წლე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი მო­დე­ლია. ულა­მა­ზეს ქარ­თველ მო­დელს ხში­რად ადა­რებ­დნენ ლიკა ქა­ვჟა­რა­ძეს. თა­მუ­ნა მრა­ვა­ლი წე­ლია სა­მო­დე­ლო საქ­მი­ა­ნო­ბას ჩა­მო­შორ­და.

ნინა ზარქუა

დიზაინერ ნინა ზარქუას მოდის სამყაროში კარგად იცნობენ. ის სოციალურ ქსელშიც აქტიურია და ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებსაც. მიუხედავად იმისა, რომ ნინამ საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაამთავრა, მოახერხა, შეექმნა მოდელის კარიერა და გამხდარიყო წარმატებული დიზაინერი. ის ფეხსაცმლისა და აქსესუარების ხაზზე მუშაობს და მისი კოლექციები მსოფლიო ბაზარზეც გადის.

ლალი ტოტიკაშვილი

უმშვენიერესი ქართველი მოდელი, ლალი ტოტიკაშვილი, პოდიუმს რამდენიმე წლის წინ ჩამოშორდა.

17 წლიანი სამოდელო კარიერის შემდეგ, ის გათხოვდა და პოდიუმს დაემშვიდობა. ლალი ტოტიკაშვილს ხშირად შეხვდებით, სხვადასხვა გლამურულ წვეულებაზე.

ნინო ორდენიძე

ნინო ორ­დე­ნი­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ პო­დი­უ­მი­დან გა­იც­ნო. წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რა ჰქონ­და, თუმ­ცა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ყო­ფი­ლ მა­ღალ­ჩი­ნო­სან­თან, ლე­ვან გვა­ზა­ვას­თან და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ, ნელ-ნელა პო­დი­უმს ჩა­მო­შორ­და