"სიამაყით ვარ სავსე. ძალიან ამაყი ვარ და ძალიან მიხარია. ვიცოდი, ვიცოდი, რომ გიორგი აქ მოხვდებოდა და ვიცი, რომ კიდევ ბევრი ასეთი წარმატება იქნება", - თქვა ელენე ეპიტაშვილმა გუშინ 2024 წლის ოქროს ბურთის გალა ღონისძიების დაწყებამდე. ელენე და გიორგი სპორტულ ჟურნალისტ საბა საპანაძეს ესაუბრნენ. წყვილი, რა თქმა უნდა, დადებით განწყობაზე. გიორგი იხსენებდა, რომ როცა ამ ღონისძიებაში მისი მონაწილეობის შესახებ გაიგეს, ელენეს პირველი კითხა იყო - "რა ჩავიცვა?"
გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი
გიორგისა და მისი უმშვენიერესი მეუღლის, ელენე ეპიტაშვილის შესახებ მედია ხშირად წერს. ელენე ეპიტაშვილი თავის პროფესიაში საჯაროდ გამოჩენამდეც წარმატებული იყო. ის მოდელია, უფრო ხშირად მონაწილეობას ფოტო- და ვიდეოგადაღებებში იღებს და მასთან არაერთი ცნობილი ბრენდიც თანამშრომლობს, მაგალითად, DISSH, MICAS, PEPPERMAYO, COMMENSE, L E X I, LÉ SALTY LABEL, OPTIMIST, More Beauty • მეტი სილამაზე, MARKS AND SPENCER, GEPHERINI და სხვ.
ელენე ეპიტაშვილს რომ გიორგი მამარდაშვილის წარმატებაშიც მიუძღვის წვლილი, ამაზე ფეხბურთელმაც არაერთხელ ისაუბრა: "შეყვარებული ვარ... ელენე არის ჩემი აღმოჩენა. რთულ პერიოდში სულ გვერდში მიდგას და სულ მამხნევებს. სიყვარული ძალიან დიდი ძალაა. ზოგი ადამიანი სწორედ ამისთვის ცოცხლობს, რომ ვინმე უყვარდეს. მეუღლე სამი წლის წინ ინტერნეტში გავიცანი. ვალენსიაში ვიყავი და სამი თვის მერე შევხვდით ერთმანეთს. ურთიერთგაგება ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც დასვენება მჭირდება, ელენე მიგებს და სახლში ვრჩებით. ხანდახან გავდივართ კიდეც", - ამბობდა გიორგი.
ცოტა ხნის წინ წყვილმა სასიხარულო სიახლე გვიზიარა, ისინი პირველ შვილს ელოდებიან, მოგვიანებით სქესის გაგების გრანდიოზული ცერემონიაც მოაწყვეს და გაირკვა, რომ ისინი მალე გოგონას მშობლები გახდებიან.