ყველასთვის ცნობილია, რომ ინგლისელი არტისტი 2022 წლის ნოემბრიდან, ყოველ შაბათ-კვირას კონცერტებს, ლას-ვეგასში მართავს. ,,უქმეები ადელთან ერთად”, მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება.
გამხსნელ უიკენდს, რომელსაც როგორც მოსალოდნელი იყო უამრავი მსმენელი დაესწრო, სენტიმენტების გარეშე არ ჩაუვლია. 36 წლის მუსიკოსისთვის მოულოდნელად, აღმოჩნდა, რომ საღამოზე, სელინ დიონიც იმყოფებოდა.
ემოციურ კადრებში, რომლებიც ქსელში გავრცელდა ჩანს, რომ ლეგენდარული კოლეგის დარბაზში დანახვამ ადელს, რომელიც იმ მომენტში სიმღერას – When We Were Young ასრულებდა, გული აუჩუყა. ის კანადელ შემსრულებელთან მივიდა, ჩაეხუტა და მასთან ერთად ატირდა.
"თითქმის 2 წელია, რაც კოლოსეუმში, სელინ დიონის სცენაზე გამოვდივარ. 4 კვირა ჯერ კიდევ წინაა! ეს იყო ერთადერთი სცენა ვეგასში, სადაც გამოსვლა მინდოდა, რადგან ვიცოდი, რომ მისთვის იყო აშენებული. მე მის ფოტოს სცენის გვერდით, კულისებში ვინახავ, რომელსაც სცენაზე გასვლამდე ვეხები და ახლა ის ჩემს შოუზე მოვიდა! ეს იყო დიდი სიურპრიზი! სელენ დიონ, მიყვარხარ ძალიან, ძალიან. სიტყვები ვერასოდეს აღწერს, რას ნიშნავ ჩემთვის, ან რას ნიშნავს ჩემს შოუზე შენი მოსვლა, რომ აღარაფერი ვთქვათ, რა განცდა იყო შენს სასახლეში შენს ლამაზ ოჯახთან ერთად დაბრუნება. ეს იყო დიდი პატივი და შაბათის საღამო იქნება ის, რაც სამუდამოდ მემახსოვრება", - დაწერა ადელმა.
სელინ დიონის დაავადება
მომღერალს ხისტი პიროვნების სინდრომი დაუდგინეს - იშვიათი და განუკურნებელი ნევროლოგიური დაავადება, რომელსაც კუნთების სპაზმის გამოწვევა შეუძლია.
ემოციურ ვიდეოში კანადელმა მომღერალმა აღნიშნა, რომ სწორედ ეს დაავადება აიძულებს მომავალი კონცერტების გაუქმებას.
„სამწუხაროდ, ეს სპაზმები ცუდად მოქმედებს ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ყველა ასპექტზე. ზოგჯერ სიარულიც კი მიჭირს, მაგრამ რაც ყველაზე მეტად მაწუხებს, არის ის, რომ დასუსტებული მაქვს ხმის იოგები. ამიტომ ვეღარ ვმღერი ისე, როგორც ამას ადრე ვაკეთებდი“ - ამბობდა სელინ დიონი.
ასეთი პაციენტები საბოლოოდ კარგავენ სიარულისა და ლაპარაკის უნარს. მომღერალს უკვე უჭირს სახის კუნთების კონტროლი. თებერვალში სელინი მოულოდნელად გამოჩნდა "გრემის" დაჯილდოებაზე, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ იგი ჰოკეის თამაშს დაესწრო, ესაუბრა ჰოკეის მოთამაშეებს მშობლიური კანადიდან. მომღერალმა აღნიშნა, რომ მოხარული იყო მათი გაცნობით. მან ყინულის ჰოკეის მოთამაშის პოზიციის მიბაძვაც კი სცადა.
სელინ დიონის დამ გულახდილად ისაუბრა მის მდგომარეობაზე. განუკურნებელი დაავადება პროგრესირებს, რის გამოც მომღერალი ყოველდღიურად უფრო და უფრო იტანჯება.
ცოტა ხნის წინ სელინ დიონი ერთ-ერთ დაჯილდოებაზე გამოჩნდა - ინტერნეტში გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ მომღერალი დამოუკიდებლად ვეღარ დადის და და ეტლიდან ადგომაში რამდენიმე ადამიანის დახმარება სჭირდება.