გუშინ ღამის 2023-2024 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელების დაჯილდოების ცერემონია პარიზში, თბილისის დროით 23:15 საათზე გაიმართა. 2003 წელიდან პირველად ნომინანტებს შორის არ იყვნენ არც პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ, არც არგენტინელი ლიონელ მესი, თუმცა სიაში პირველად ვიხილეთ ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი.
ცერემონიის წითელ ხალიჩაზე გიორგი მამარდაშვილი უმშვენიერეს მეუღლესთან, ელენე პიტაშვილთან ერთად გამოჩნდა. წყვილი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა და თავს კამერების წინ შესანიშნავად გრძნობდა. ელენემ, რომელიც მალე პირველი შვილის დედა გახდება, VERSACE-ის ულამაზესი შავი კაბა - Medusa '95 Draped Gown მოირგო. კაბა ოქროსფერი დეტალითა და აქცენტირებული მხრებით გამოირჩევა, რომლის ღირებულებაც 5 383 დოლარია.
გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი
გიორგისა და მისი უმშვენიერესი მეუღლის, ელენე ეპიტაშვილის შესახებ მედია ხშირად წერს. ელენე ეპიტაშვილი თავის პროფესიაში საჯაროდ გამოჩენამდეც წარმატებული იყო. ის მოდელია, უფრო ხშირად მონაწილეობას ფოტო- და ვიდეოგადაღებებში იღებს და მასთან არაერთი ცნობილი ბრენდიც თანამშრომლობს, მაგალითად, DISSH, MICAS, PEPPERMAYO, COMMENSE, L E X I, LÉ SALTY LABEL, OPTIMIST, More Beauty • მეტი სილამაზე, MARKS AND SPENCER, GEPHERINI და სხვ.
ელენე ეპიტაშვილს რომ გიორგი მამარდაშვილის წარმატებაშიც მიუძღვის წვლილი, ამაზე ფეხბურთელმაც არაერთხელ ისაუბრა: "შეყვარებული ვარ... ელენე არის ჩემი აღმოჩენა. რთულ პერიოდში სულ გვერდში მიდგას და სულ მამხნევებს. სიყვარული ძალიან დიდი ძალაა. ზოგი ადამიანი სწორედ ამისთვის ცოცხლობს, რომ ვინმე უყვარდეს. მეუღლე სამი წლის წინ ინტერნეტში გავიცანი. ვალენსიაში ვიყავი და სამი თვის მერე შევხვდით ერთმანეთს. ურთიერთგაგება ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც დასვენება მჭირდება, ელენე მიგებს და სახლში ვრჩებით. ხანდახან გავდივართ კიდეც", - ამბობდა გიორგი.
ცოტა ხნის წინ წყვილმა სასიხარულო სიახლე გვიზიარა, ისინი პირველ შვილს ელოდებიან, მოგვიანებით სქესის გაგების გრანდიოზული ცერემონიაც მოაწყვეს და გაირკვა, რომ ისინი მალე გოგონას მშობლები გახდებიან.