გასულ კვირას მედია აქტიურად ალაპარაკდა მერილ სტრიპის ახალ რომანზე. ინსაიდერების ცნობით, ვარსკვლავი თავის კოლეგას, მარტინ შორტს ხვდება. აღნიშნული ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც სტრიპი და შორტი „ოქროს გლობუსის“ წვეულებაზე ერთად გადაიღეს. ისინი ერთ მაგიდასთან ისხდნენ და ერთმანეთს გვერდიდან არ შორდებოდნენ.
მოგვიანებით, წყვილი AFI Awards-ის ცერემონიალზე გადაიღეს. 74 წლის მერილი და 73 წლის მარტინი კვლავ ერთად ისხდნენ.
ჭორებს მერილ სტრიპის წარმომადგენელი ოფიციალურად გამოეხმაურა და პრესას მსახიობის პოზიციის შესახებ უამბო. სტრიპის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ისინი უბრალოდ კარგი მეგობრები არიან და თაყვანისმცემლები ამაზე მეტს არ უნდა ელოდნენ. "ეს მხოლოდ კარგი მეგობრობაა" - თქვა წარმომადგენელმა.
ვარსკვლავებიც სულ უფრო და უფრო ამყარებენ აღნიშნულ ვარაუდს და ერთად ხშირად ჩნდებიან.
ცოტა ხნის წინ, წყვილი რესტორანში, Giorgio Baldi-ში გვიან ღამით დროს გადაიღეს, მერილი და მარტინი პაემანზე ავტომობილით მივიდნენ, რომელსაც თავად სტრიპი მართავდა.
მერილ სტრიპი
მერილ სტრიპი და დონ გამერი ერთმანეთს 2018 წელს დაშორდნენ, თუმცა მერილმა ეს ამბავი წელს გაასაჯაროვა.
„დონ გამერი და მერილ სტრიპი ექვს წელზე მეტია დაშორებული არიან. ამის მიუხედავად, წყვილს ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს, ყოველთვის ზრუნავენ ერთმანეთზე” - განაცხადა სტრიპის წარმომადგენელმა. წყვილს ოთხი შვილი ჰყავს.
შორტის მეუღლე, ნენსი დოლმანი, 2010 წელს საკვერცხის კიბოთი გარდაიცვალა. ისინი 30 წლის განმავლობაში იყვნენ დაქორწინებული და სამი შვილი ჰყავთ. 2019 წელს, ერთ-ერთ ინტერვიუში მარტინმა თავის ქორწინებას “ტრიუმფალური“ უწოდა და აღიარა, რომ მეუღლესთან გარდაცვალების შემდეგაც საუბრობდა.
„ეს ძალიან რთულია. ჩემი მეუღლე 2010 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მე მაინც მუდმივად ვურთიერთობ მასთან. ხშირად ვესაუბრები და ჩვენი შვილების შესახებ ვუყვები. არ მჯერა, რომ ადამიანებს შორის ურთიერთობა გარდაცვალების შემდეგ წყდება. ჩემი მეუღლე ყოველთვის ჩემ გვერდით არის“ - განაცხადა მარტინმა.