ლიკა ქავჟარაძის შესახებ ბევრი დაწერილა. ალბათ, ბევრმა თქვენგანმა იცის მისი ბავშვობის ისტორიები, თავგადასავლები, ამბები გადასაღები მოედნიდან...
ლიკა ქავჟარაძე წლინახევრის იყო, როდესაც მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ. ამიტომ მამა ბუნდოვნად ახსოვდა. როგორც თავად იხსენებდა, დედის გარდაცვალების შემდეგ ხატვა აქტიურად დაიწყო და ცდილობდა ამაზე გადაეტანა ყურადღება. ამასთან, დედასთან რთული ურთიერთობა ჰქონდა - ძირითადად, იმ მიზეზით, რომ უკანასკნელი, როგორც თავად ლიკა აღწერდა, მუდამ აკონტროლებდა.
ხუთი წლიდან მუსიკას ეუფლებოდა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დაამთავრა ფორტეპიანოს განხრით. 12 წლიდან დაიწყო კინოკარიერა — 1972 წელს მიიწვიეს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. ამავე ასაკში მოკლემეტრაჟიან ფილმ „შადრევანში“ გადაიღეს. შემდეგ იყო „როცა აყვავდა ნუში“, „მშვენიერი კოსტიუმი“ და სხვა ფილმები.
ლიკა ქავჟარაძის ქორწინება
დედა შვილის ადრეულ ასაკში დაქორწინების წინააღმდეგი იყო, როდესაც ლიკას, ჩოგბურთზე მიმავალს, სანდრო თაქთაქიშვილი - მომავალი მეუღლე შეხვდა. მათ მაინც იქორწინეს და ეყოლათ შვილი, ლევანი. 1993-1994 წლებში ოჯახი აშშ-ში გაემგზავრა, სადაც სანდრო მუშაობდა, მაგრამ მსახიობმა იქ ხანგრძლივი პერიოდით დარჩენა ვერ შეძლო და უკან დაბრუნდა. მეორედ ლიკამ იქორწინა ლევან შანიძეზე, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა დაშორების შემდეგ შეინარჩუნა.
ლევანმა ცხოვრება მამასთან ერთად, აშშ-ში გააგრძელა.
ლიკა ქავჟარაძის შვილი - ლევან თაქთაქიშვილი
ლევანი უკვე არაერთი წელია, რაც სამშობლოდან შორს, აშშ-ში ცხოვრობს. მან იქვე იქორწინა თამუნა ლოლუაზე. ლევანი და თამუნა ერთ შვილს ზრდიან, რომელსაც ბაბუის, ალექსანდრეს სახელი დაარქვეს.
ლევანი სოციალურ ქსელში აქტიურია და, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან შორსაა, ხშირად წერს აქ მიმდინარე მოვლენების შესახებ, იქნება ეს სპორტი, პოლიტიკა თუ სხვ. ოჯახურ კადრებს ხშირად აქვეყნებს მისი მეუღლე, თამუნა. განსაკუთრებულ სიყვარულს კი ყოველთვის იმსახურებს მათი შვილი, საშკა, რომელიც საოცრად ჰგავს ცნობილ ბებიას,ლიკა ქავჟარაძეს.
ლიკა ქავჟარაძის შვილი, რძალი, შვილიშვილი და პირველი მეუღლე
ლევან თაქთაქიშვილი და თამუნა ლოლუა