„ყოველთვის შეგიძლია ბედნიერება გაზომო შენზე უფრო ცუდ მდგომარეობაში მყოფი ადამიანებით" - ნიკოლოზ წულუკიძე - Marao

„ყოველთვის შეგიძლია ბედნიერება გაზომო შენზე უფრო ცუდ მდგომარეობაში მყოფი ადამიანებით" - ნიკოლოზ წულუკიძე

2024-11-08 10:31:46+04:00

თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე გადაცემას „მარტოობის 15 წუთი“ სტუმრობდა, სადაც საკუთარი ცხოვრების და რთული პერიოდის შესახებ ისაუბრა.

როგორც ნიკოლოზ წულუკიძემ გადაცემაში განაცხადა, „ყოველთვის შეგიძლია ბედნიერება გაზომო შენზე უფრო ცუდ მდგომარეობაში მყოფი ადამიანებით“.

„ყოველთვის შეგიძლია ბედნიერება გაზომო შენზე უფრო ცუდ მდგომარეობაში მყოფი ადამიანებით. ფიქრობ, რა ქნას იმან ამ დროს“, – აცხადებს ნიკოლოზ წულუკიძე.

  • ნიკოლოზ წულუკიძე იუბილარია: "ოჯახის ფუძე არის ქალი; კაცი თუ არ ეხმარება, ხელი მაინც არ უნდა შეუშალოს, თუმცა მე ვცდილობ, მაქსიმალურად გავინაწილო ოჯახის პასუხისმგებლობები" 
  • გაიცანით წარმატებული მსახიობი სესილია წულუკიძე - ნიკოლოზ წულუკიძის ქალიშვილის ემოციები და შთაბეჭდილებები ფეხბურთზე 

ნიკოლოზ წულუკიძე

"ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება საკუთარ თავს ვუსურვო, ალბათ, არის ის, რომ არასდროს დაკარგო შენი თავის გარედან ყურების უნარი. შეძლო თვითშეფასება კონტექსტში, რათა ზუსტად იცოდე, რა ადგილი გაქვს იმ დროსა და სივრცეში, სადაც იმ წუთას ხარ. არ გაექცე და არ გაგაბოროტოს საკუთარმა ტრაგედიამ. სულ გახსოვდეს, როცა შენი წილი ბედნიერება მთავრდება, უნდა იზრუნო სხვის წილ ბედნიერებაზე. და მთავარი – იცხოვრო ისეთ საქართველოში, სადაც ადამიანებს ერთმანეთი ეყვარებათ და ადამიანის შესაფასებლად მთავარი ინდიკატორი გულწრფელობა და ღირსება იქნება...“ - ეს სიტყვები ნიკოლოზ წულუკიძეს ეკუთვნის, რომელიც მან საკუთარ თავს მომავავალში გაუგზავნა. ეს სიტყვები განსაკუთრებით ემოციური მოსასმენი აღმოჩნდა მკითხველისთვის იმ ტრაგედიის შემდეგ, რაც ნიკოლოზის ოჯახში 2022 წელს დატრიალდა, მისი მცირეწლოვანი შვილი მე-10 სართულიდან გადმოვარდა და, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

„ჩემს ცხოვრებაში ცალმხრივი სერიოზული სიყვარული არ ყოფილა და რაღაც მოწონება შეიძლება იყო. თუ ვიგრძნობდი, რომ ცალმხრივობისთვის იყო განწირული, იმას შევეშვებოდი ხოლმე. სანამ დავოჯახდებოდი, არ მგონია, სერიოზულად მყვარებოდა ვინმე. იმ მომენტში, ყოველთვის გგონია, რომ ეს ნამდვილია, მაგრამ დრო რომ გადის და აფასებ, მერე ხვდები, რომ ასე არ არის. სიყვარული სითამამეა. მთავარია, შენს თავში მიხვდე, რომ მის გარეშე არ შეგიძლია სიცოცხლე და მერე ყველაფერს აკეთებ...", - ამბობდა ნიკოლოზი.