ნინო სურგულაძეს საზოგადოება კარგად იცნობს. ნინოს წარმატების შესახებ ხშირად წერენ არა მხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო გამოცემებიც. მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი და თაყვანისმცემელი ჰყავს. ამჯერად ნინო "ინსტაგრამზე" ახალ ფოტოს აქვეყნებს:
ნინო სურგულაძე
ნინო სურგულაძე დაიბადა თბილისში. დაასრულა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. ბარსელონაში, Francisco Viñas-ის სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვების შემდეგ, მან მიიღო სტიპენდია ლა-სკალის თეატრის აკადემიაში, სადაც სწავლობდა ლეილა გენჯერთან და ლუჩანა სერასთან.
საოპერო დებიუტი შედგა 2002 წელს და მას შემდეგ გამოჩნდა მსოფლიოს მრავალ საოპერო თეატრში. ითამაშა იტალიურ სატელევიზიო ფილმში Rigoletto a Mantova (2010) და ქართულ ფილმებში ვალსი პეჩორაზე და მეტიჩარა.
ნინო სურგულაძე არის საქველმოქმედო ფონდის Desire Tree-ის დამფუძნებელი, რომლის მიზანია სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე ბავშვების დახმარება.
"იტალია არის საოპერო აკვანი და როდესაც ჩავედი იტალიაში, მაშინვე ძალიან შემიყვარდა ეს ქვეყანა, პირველ რიგში, მისი მსგავსებით საქართველოსთან, ტრადიციებით, სტუმართმოყვარე ხალხით, არაჩვეულებრივი ენით, კულტურით, ისტორიით, ყველაფრით მოვიხიბლე და მას შემდეგ ჩემს გულშია. იტალიამ ძალიან ბევრი რამ მომცა, მასთან მაკავშირებს ჩემი საქმე და ყოველთვის მადლიერი ვიქნები ამ ქვეყნის, თუმცა სამშობლო მხოლოდ ერთია და ეს არის საქართველო, იტალია კი ჩემი მეორე სახლია. მე მიხარია, რომ შემიძლია, იტალიაში ბევრი ვისაუბრო საქართველოზე და პირიქით, როდესაც ჩამოვდივარ საქართველოში, შემიძლია, ბევრი ვისაუბრო იტალიაზე. ჩემი სიყვარული ამ ქვეყნის მიმართ მარადიულია და არ ქრება" - ამბობდა მომღერალი.