"საღამო მეგობრებთან ერთად" - ნინი კვერნაძის ახალი ფოტოები - Marao

"საღამო მეგობრებთან ერთად" - ნინი კვერნაძის ახალი ფოტოები

2024-11-12 11:32:31+04:00

ნინი კვერნაძისა და ბუდუ ზივზივაძის წყვილი ბოლო დროს ქართულ სპორტში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი წყვილია. მათ საკუთარი უშუალობით და უბრალოებით უამრავი ადამიანის გული მოიგეს და ბევრისთვის საყვარელ ოჯახად იქცნენ. განსაკუთრებულ სიყვარულს კი მათი ქალიშვილი, შაი ზივზივაძე იმსახურებს. 

ამჯერად ნინი მოგზაურობიდან ახალ კადრებს აქვეყნებს:

  • "ხვიჩა კვარაცხელია დამესიზმრება" - ნინი კვერნაძე უსაყვარლესი შაის ვიდეოს გვიზიარებს 
  • "არასდროს ვყოფილვარ დიეტაზე, არასდროს დამითვლია კალორიები..." - უმშვენიერესი ნინი კვერნაძე გამომწერებს პასუხობს 

ნინი კვერნაძე

"ფეხბურთელის ცოლობას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს - კარგია, რომ ბევრი მოგზაურობა გვიწევს, თუმცა ოჯახის წევრებთან დიდ დროს ვერ ვატარებთ. ბუდუ ბევრ რამეში მეხმარება - მორალურად გვერდით მიდგას, ბავშვის გაზრდაშიც ხელს მიწყობს. საჩუქრების ჩუქება უყვარს, თუ ვახსენებ, რომ რაღაც მომწონს, რამდენიმე დღეში მომიტანს...", - ამბობდა ნინი კვერნაძე. 

ნინი კვერნაძემ არაერთ ინტერვიუში ისაუბრა საკუთარი ცხოვრების შესახებ და აღნიშნა, რომ ახლა საკუთარი საქმე არ აქვს, რადგან ბუდუს პროფესიის გამო ხშირად უწვეთ საცხოვრებლის შეცვლა, რაც კარიერის შექმნას ართულებს. გარდა ამისა, წყვილს მცირეწლოვანი ქალიშვილი, ყველასთვის უკვე კარგად ნაცნობი და საყვარელი შაი ჰყავს. ნინი ამბობდა, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე მთლიანად შაის აღზრდითაა დაკავებული.

ნინი კვერნაძე რომ შესანიშნავად გამოიყურება, ამაზე არავინ დავობს, თუმცა თავად ამბობს, რომ თავის მოვლის განსაკუთრებული რუტინა არ აქვს და არც მაკიაჟია მისი მოწოდება. სამაგიეროდ, თავისუფალ დროს უთმობს ენების შესწავლას, აკეთებს ორიგინალურ დღიურებს და ახერხებს, რომ საინტერესო ცხოვრება ჰქონდეს.