ქეით მიდლტონი ქიმიოთერაპიის კურსის დასრულების შემდეგ ოფიციალურ ღონისძიებაზე პირველად გამოჩნდა. ის ოჯახის წევრებთან ერთად ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაეწრო, რომელიც ალბერტ-ჰოლის სამეფო დარბაზში გაიმართა.
ეს არის ყოველწლიური ღონისძიება, რომლის დროსაც იხსენებენ ომში დაღუპულ გმირებს. ამ დღეს ასევე „ყაყაჩოს დღესაც“ უწოდებენ. სამეფო ოჯახის ყველა წევრს ეკეთა ყაყაჩოს ფორმის გულსაბნევი - ომში დაღვრილი სისხლის სიმბოლო.
ღონისძიებაზე უელსის პრინცესას შავი ფერის კაბა ეცვა გრძელი სახელოებით, სამოსს კი მარგალიტის საყურეები შეუხამა, რომელიც ადრე პრინცესა დიანას ეკუთვნოდა.
ქეით მიდლტონი
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პრინცესამ ქიმიოთერაპიის კურსი დაასრულა და ახლა მისი დაავადება რემისიის პროცესშია:
,,ზაფხული დასრულდა და სიტყვებით ვერ გადმოვცემ სიხარულს იმის გამო, რომ ჩემი ქიმიოთერაპიის კურსი დასრულებულია. ბოლო ცხრა თქვე იყო საშინელი ჩვენი ოჯახისთვის, რადგან მკურნალობის პროცესი არის გაუთვალისწინებელი რისკი ყველა ახლობლისთვის. ამ პერიოდმა მე და უილიამს შეგვახსენა, რამდენად მნიშვნელოვანია, უბრალოდ გიყვარდეს. ყველას, ვინც აგრძელებს სიმსივნესთან ბრძოლას, გეტყვით, მე თქვენთან ვარ. სიბნელეში აუცილებლად გამოჩნდება კაშკაშა სხივები” – ამბობდა ქეითი.