გამორჩეული გარეგნობა, ერთ დღეში მოსული პოპულარობა და ცხოვრება სოფელში: ნანკა გვარის ამბები ეკრანს მიღმა - Marao

გამორჩეული გარეგნობა, ერთ დღეში მოსული პოპულარობა და ცხოვრება სოფელში: ნანკა გვარის ამბები ეკრანს მიღმა

2024-11-13 17:46:58+04:00

მომღერალ ნანკა გვარიშვილს  ფართო აუდიტორია პროექტიდან "დიდი სცენა“ იცნობს. გოგონამ მომხიბვლელი გარეგნობითა და განსაკუთრებული მონაცემებით მალევე დაიპყრო როგორც ჟიურის, ისე მსმენელის გულიც. ნანკას მუსიკის მოსმენა სხვადასხვა მუსიკალურ პლატფორმაზეა შესაძლებელი, თუმცა ეს მისი საქმიანობის ერთადერთი მიმართულება არ არის - ახალგაზრდა და მშვენიერი მუსიკოსი ასევე წარმატებული მსახიობია. მისი ხილვა კი მსურველებს თეატრის სცენაზე შეუძლიათ. 

სწორედ თეატრში გაიცნო მან მომავალი მეუღლე, ასევე ცნობილი მსახიობი, ბუბა ჭოღო შვილი. ბუბას პერსონაჟს პოპულარული სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები" ბევრი იცნობს, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ის უფრო აქტიურად თეატრში თამაშობს. 

"ერთმანეთი "ახალ თეატრში" გავიცანით, სპექტაკლის "მე გადმოვცურავ ზღვას" დადგმისას. ერთ დღესაც, შუა "პრაგონის" დროს, გვერდზე მიდგება და მეუბნება, დღეს წამო, სადმე ვჭამოთო. მეთქი, ღმერთო... რვა ძაღლი გვყავს და ჩვენს მრავალფეროვან ცხოვრებას ისინი უფრო ამრავალფეროვნებენ... " - ამბობდა ნანკა. 

  • "ფავორიტი ადამიანები" - თიკო ჩხეიძე მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს 
  • მსახიობ ბუბა ჭოღოშვილისა და ნანკა გვარიშვილის წყვილი, რომელიც საცხოვრებლად სოფელში გადავიდა: "თავდაპირველად სახლში რომ შემოვედით, თავზე გვენგრეოდა ყველაფერი" 

ნანკა გვარიშვილის ოჯახი 

მოგვიანებით ნანკამ და ბუბამ თანაცხოვრება ქალაქიდან შორს, სოფელ დიდგორში გადაწყვიტეს და რვა ძაღლთან და ორ კატასთან ერთად დაიწყეს ოჯახის შენება. ქალაქგარეთ ცხოვრება ორივეს ოცნება იყო და ამ მიზნის შესასრულებლად ყველაფერი გააკეთეს. მიუხედავად ბევრი სირთულისა, სიყვარულის დახმარებით ყველაფერი შეძლეს.

„ეს სახ­ლი არის ჩემი დიდი დიდი ბა­ბუ­ის აშე­ნე­ბუ­ლი. ჩემი ცხოვ­რე­ბის მი­ზა­ნი იყო, რომ ქალაქგარეთ სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი. ბევ­რად უფრო ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ძრო­ხის ხმა მაღ­ვი­ძებს. აღ­მოჩ­ნდა, რომ ბუ­ბაც იმავეს ფიქ­რობ­და. მე ამ მიზ­ნის­კენ ისე ვის­წრა­ფო­დი, რომ ღო­ბეც კი გა­ვა­კე­თე ამ სახ­ლში. ამა­სო­ბა­ში შეგ­ვიყ­ვარ­და ერ­თმა­ნე­თი და გა­დავ­წყვი­ტეთ, ერ­თად გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. ღობე რომ გა­ვა­კე­თე და თავ­და­პირ­ვე­ლად სახ­ლში რომ შე­მო­ვე­დი, თავ­ზე მენგრე­ო­და ყვე­ლა­ფე­რი. ბუ­ბამ მი­თხრა, მოდი, ერ­თად მივ­ხე­დოთ ამ სახ­ლს და გა­ვა­ცო­ცხლო­თო. აღ­მოჩ­ნდა, რომ ორი ადა­მი­ა­ნის­გან მა­გა­რი გუნ­დი შე­იკ­რა,“ - ამბობდა ნანკა. 

ამავე პერიოდში ნანკა და ბუბა კულინარიულ პროექტ "სამზარეულოს ომებში" გამოჩნდნენ. ისინი, როგორც წყვილი, ფართო საზოგადოებამ გაიცნო და შეიყვარა, თუმცა, დიდი სიყვარულისა და საერთო მიზნების მიუხედავად, ბუბა და ნანკა ერთმანეთს დაშორდნენ. 

ნანკა გვარი 

ბოლო დროს ნანკა იშვიათად ჩნდება ტელეეკრანებზე, თუმცა აქტიურია სოციალურ ქსელში. მსახიობი და მომღერალი ხშირად აქვეყნებს საკუთარ ჩანაწერებს, რჩევებსა და გამოცდილებას სხვადასხვა საკითხის შესახებ. 

ბოლო დროს ნანკას საქმიანობაში საინტერესო სიახლეა - მას საავტორო რუბრიკა "მარტოობის 15 წუთი" აქვს. გადაცემას ცნობილი ადამიანები სტუმრობენ და სხვადასხვა საკითხის შესახებ წამყვანთან ერთად საუბრობენ. გადაცემის ნახვა Youtube-ზეა შესაძლებელი.