ცნობილი ოჯახი, პოპულარობა და ლონდონური ცხოვრება - ანასტასია ხაჩიძე - Marao

ცნობილი ოჯახი, პოპულარობა და ლონდონური ცხოვრება - ანასტასია ხაჩიძე

2024-11-15 14:43:18+04:00

ანასტასია ხაჩიძე ზურა ხაჩიძისა და ხათუნა ჟორდანიას შვილია. ანასტასია სოციალურ ქსელებში აქტიურობით არ გამოირჩევა.

როგორც მშობლები განმარტავენ, ანასტასიას ეკრანზე გამოჩენა და ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარს. ამიტომ ოჯახის წევრებთან ერთად სატელევიზიო გადაცემებს იშვიათად სტუმრობს, თუმცა, ალბათ, ყველას ახსოვს პატარა ანასტასიას სიმღერა: "ყველაზე ლამაზი გოგო ვინ არის? ანასტასია ხაჩიძე..." ეს პატარა გოგონა უკვე გაიზარდა... ახლა ლონდონში ცხოვრობს...

anastasia

ანასტასია ხაჩიძე

ანასტასია ბავშვობიდან ნახევარდასთან ნინი ქარსელაძესთან ერთად ინტენსიურად მღეროდა. დღეს მას სულ სხვა ინტერესის სფეროები გაუჩნდა. როგორც ირკვევა, ანასტასია ძალიან კარგად ცეკვავს.

ამას გარდა, ანასტასია ხელნაკეთ ნივთებს საკუთარი ხელით ასრულებს და გაყიდული ნივთების თანხით გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარება. ქსოვა, ქარგვა და კერვა გოგონას დედამ ასწავლა.

anastatsia

  • "ორი ერთნაირი" - ხათუნა ჟორდანიასა და ზურა ხაჩიძის საოჯახო ფოტოალბომი 
  • ცხოვრება სხვადასხვა ქვეყანაში და იშვიათი კადრები - დები, ანასტასია ხაჩიძე და ნინი ქარსელაძე ახალ ფოტოებს აქვეყნებენ 

ხათუნა ჟორდანიამ და ზურა ხაჩიძემ ანასტასიას სახელი მარტივად შეურჩიეს. ყველამ იცის, რომ ზურა მშობლების გარეშე იზრდებოდა. მას ბებია ანასტასიამ და ბაბუამ მოუარეს და გაზარდეს. ბებია ექიმი ჰყავდა, სწორედ მის პატივსაცემად დაარქვა ერთადერთ ქალიშვილს სახელი ანასტასია.

anastasia

სულ ცოტა ხნის წინ ანასტასია ხაჩიძემ სკოლა დაამთავრა და სასწავლებლად დიდ ბრიტანეთში, ლონდონში წავიდა. ანასტასია მეგობრობს ავთანდილ ცქვიტინიძისა და ხათუნა თოთლაძის ქალიშვილტან, ანასტასია ცქვიტინიძესთან. უმშვენიერესი გოგონები ხშირად აქვეყნებენ ერთად გადაღებულ კადრებსაც.