იტალიური ნეორეალიზმის მთავარი ფიგურა ანა მანიანი 1908 წლის 7 მარტს, რომში დაიბადა. დედა მკერავი იყო, მამას - არ იცნობდა. მშობიარობის შემდეგ მარინამ შვილი ბებიას მიანდო და სკანდალის თავიდან ასაცილებლად ეგვიპტეში, ალექსანდრიაში გადავიდა. პატარა ანა ყოველთვის განიცდიდა მშობლების არყოლას, ამიტომ როგორც კი წამოიზარდა მამის ძებნა დაიწყო: საბოლოოდ აღმოაჩინა, რომ მისი სახელი პიეტრო დელ დუსი იყო, ამის მიუხედავად მსახიობი მამას არასდროს შეხვედრია.
ბებია ანას ხუთ დეიდასთან ერთად უკიდურეს სიღარიბეში ზრდიდა. პატარა ანას რამდენი თვის მონაზონტა პანსიონატში გატარება მოუწია, იქიდან დაბრუნებულმა ფორტეპიანოზე დაკვრა დაიწყო და Accademia di Santa Cecilia-ში ჩაირიცხა. თუმცა მოგვიანებით მუსიკას თავი დაანება და მსახიობობა გადაწყვიტა.
1927 წელს დრამატურგ დარიო ნიკოდემის თეატრალურ დასს შეუერთდა და მათთან ერთად დაიწყო მოგზაურობა. ეკრანზე მისი დებიუტი ფილმში სორენტოს ბრმა ქალი (1934) შედგა, თუმცა მისი სამსახიობო ნიჭი ყველაზე კარგად Tempo massimo - ში გამოავლინა.
„როგორ შეგიძლიათ განსაზღვროთ მისი ხიბლი? ის არ იყო ლამაზი, თვალების ქვეშ მუდამ მუქი წრეები ჰქონდა, ფერმკრთალი სახე და ისეთი შავი თმა, ფეხები წვრილი და ოდნავ მოხრილი, თეძოებში პატარა... მაგრამ სცენაზე თვალს ვერ მოაშორებდით".
1938 წელს ითამაშა თავად ტარაკანოვის როლი მარიო სოლდატის ფილმში. თუმცა თეატრის სცენაზე უფრო უმართლებდა. ფილმებში მხოლოდ ეპიზოდურ როლებს ასრულებდა. თავისი პირველი მთავარი როლი შეასრულა დე სიკას ფილმში “ტერეზე-პარასკევს”.
აღიარება 1945 წელს მოვიდა. როსელინის ეპოქალურ ფილმში “რომი-ღია ქალაქი”, მან ითამაშა ფეხმძიმე ქვრივის როლი, რომელიც ტრაგიკულად ამთავრებს სიცოცხლეს რომში შემოჭრილი ნაცისტების მიერ. მისი სიკვდილის სცენა მსოფლიო კინემატოგრაფში ერთ-ერთ საუკეთესო სამსახიობო ნამუშევარია. მალე მანიანი იტალიური კინოს სახედ იქცევა.
ანა მანიანის გამონათქვამები
- "თავი დაანებეთ ჩემს ნაოჭებს, დიდი დრო დამჭირდა მათ მოსაპოვებლად"
- "დიდი ვნებები, ჩემო ძვირფასო, არ არსებობს: ისინი მატყუარა ფანტაზიებია."
- "თქვენ შეგიძლიათ იყოთ ლამაზი ნებისმიერ ასაკში, თუ გაქვთ აზროვნება და სული."
- "ოცნებები ახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გექნებათ გამბედაობა, განახორციელოთ ისინი."
- "სიყვარული ველური ძალაა, რომლის მოთვინიერება შეუძლებელია, მაგრამ მას უდიდესი სიხარულის მოტანა შეუძლია."
- "კინოს ძალა მდგომარეობს მის უნარში, გადაგვიყვანოს სხვა სამყაროში."
- "ვნება არის ყველა შემოქმედების მამოძრავებელი ძალა."
- "ნამდვილი სილამაზე ადამიანის სულშია და არა მის გარეგნობაში."
- "სიყვარულს აქვს ღრმა ჭრილობების მოშუშებისა და გატეხილი გულების განკურნების ძალა."