"ქალების გარეშე არაფერი არ ვარ" - უცნობი ფაქტები ჟან-პოლ ბელმონდოს შესახებ - Marao

"ქალების გარეშე არაფერი არ ვარ" - უცნობი ფაქტები ჟან-პოლ ბელმონდოს შესახებ

2024-11-15 17:00:12+04:00

1959 ჟან-ლუკ გოდარის ფილმში "სუნთქვა" შესრულებული როლის შემდეგ ჯან-პოლ ბელმონდო  მილიონების ფავორიტი გახდა. მისი გმირი, ცინიკური, მაგრამ სასტიკად მომხიბვლელი თაღლითი მიშელ პოიკარდი კინემატოგრაფიული მეამბოხის სტანდარტული მაგალითი გახდა. 

  • ხანძრის დროს დაღუპული ქალიშვილი, მეორე ქორწინება 70 წლის ასაკში და გარდაცვალება მარტოობაში - ფრანგული კინოს ლეგენდის, ჟან პოლ ბელმონდოს ცხოვრების საინტერესო დეტალები 
  • სტილის ხატი: ჟან-პოლ ბელმონდოს გამორჩეული სტილი 

საინტერესო ფაქტები

მას სასამართლო დავა ჰქონდა ალენ დელონთან

როდესაც ჟაკ დერეის ფილმი Borsalino გამოვიდა 1970 წელს, ბელმონდო განრისხდა იმის გამო, რომ ალენ დელონის სახელი პოსტერზე მის სახელზე წინ ეწერა.

jean-paul

წვლილი შეიტანა  PSG-ს საფეხბურთო გუნდის შექმნაში

პირველ დღეებში ჟან-პოლ ბელმონდომ წვლილი შეიტანა პარი სენ-ჟერმენის საფეხბურთო კლუბის დაფინანსებაში. გარდა იმისა, რომ ფეხბურთით იყო გატაცებული, ამას მეგობრობის გამო აკეთებდა. 

მსახიობობამდე კრივით იყო გატაცებული

ჟან-პოლ ბელმონდო 1933 წელს, პარიზისგან მოშორებით, არტისტების ოჯახში დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ დედა მხატვარი, მამა კი მოქანდაკე ჰყავდა, ათლეტური აღნაგობის მქონდე ბელმონდოს კრივი და ჭიდაობა უფრო იზიდავდა.

უარს ამბობდა ჰოლივუდის ფილმებში მონაწილეობაზე

jean-paul

“რატომ გავირთულო ცხოვრება? ზედმეტად სულელი ვარ ენის შესასწავლად და რომც მეცადა, დარწმუნებული ვარ, კატასტროფა იქნებოდა.”

"ქალების გარეშე არაფერი არ ვარ"

ასე ამბობდა მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში. წლების განმავლობაში ბელმონდოს უამრავ ქალთან ჰქონია რომანი, რამდენჯერმე შექმნა ოჯახი, 1970-80-იანი წლების ფილმებში უკვე ისეთი დონის მსახიობებთან ერთად იღებდა მონაწილეობას, როგორებიც იყვნენ სოფი ლორენი, კეტრინ დენევი და სხვები.