ნატა ბერეჟიანის ვაჟი იუბილარია მსახიობი შვილს დაბადების დრეს ულოცავს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"მადლობა რომ 19 წელია ჩემს გვერდით დგახარ და მაძლევ ძალას, რომ ერთად ვიაროთ წინ... ძალიან მიყვარხარ" - წერს ნატა და ფოტოს აქვეყნებს:
ნატა ბერეჟიანი
მსახიობი ნატა ბერეჟიანი ფართო საზოგადოებამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, სადაც ერთ-ერთ სახასიათო და დასამახსოვრებელ როლს ასრულებდა. მას შემდეგ ის არაერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში, განსაკუთრებული ინტერესის საგანი კი მისი ოჯახი და პირადი ცხოვრებაა.
ნატა ბერეჟიანს ერთი ვაჟი, დათუნა ჰყავს: „დათუნა 22 წლის ასაკში გამიჩნდა. დედობა ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი მოვლენაა, რომელსაც არ ვნანობ და დარწმუნებული ვარ, რომ არ შევცდი. ადამიანს ყველაფერში შეიძლება ეჭვი შეგეპაროს - პროფესიის არჩევაში, სახლის შეძენაში, თუნდაც შენი მეორე ნახევრის არჩევაში... დედობა ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, ჩემთვის დანარჩენი უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია“ - ამბობდა ის ერთ-ერთ ინტერვიუში. პირველი შვილის გაზრდაში ნატას ოჯახის წევრები ეხმარებოდნენ, ახლა კი გეგმავს, რომ გოგონა თავად გაზარდოს და სადაც საშუალება იქნება, ყველგან თან ატაროს, უნდა, რომ მაქსიმალურად დიდი დრო დაუთმოს შვილს, ისე, რომ საკუთარ საქმესაც არ მოწყდეს. "ბევრი მოვიმატე. სამშობიაროში რომ მივედი, 100 კილო ვიყავი. იმ პერიოდში სარკეში რომ ვიხედებოდი, სულ მეტირებოდა. ბავშვის გაჩენის დღიდან ინტენსიურად დავიწყე ვარჯიშებზე სიარული. ჩვილიან დედებს შედედებულ რძეს და ორცხობილებს ურჩევენ, თითქოს რძეს უმატებს მკერდში. სისულელეა! თუ რძე აქვს დედას, აქვს, თუ არადა - არა! მენიუდან კალორიული საკვები ამოვიღე. დათუნა 3 თვისაც არ იყო, ორსულობამდე რა წონისაც ვიყავი, იმაზე ნაკლებს რომ ვიწონიდი" - ამბობდა ნატა.
ცოტა ხნის წინ მსახიობი მეორე შვილის დედა გახდა - მას გოგონა შეეძინა.