ქართველი ქალები, რომლებმაც უცხოეთში დიდ წარმატებას მიაღწიეს - Marao

ქართველი ქალები, რომლებიც საქართველოდან წავიდნენ და უცხოეთში დიდ წარმატებას მიაღწიეს

2024-11-20 13:55:09+04:00

ემიგრაცია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. მოსახლეობის დიდ ნაწილს ოჯახის სარჩენად უცხოეთში გამგზავრება და მძიმე სამუშაოს შესრულება უწევს. არიან ისეთებიც, რომლებმაც შრომით დიდ წარმატებას მიაღწიეს და სხვადასხვა სფეროში თავის დამკვიდრება შეძლეს. ამ სტატიაში სწორედ უცხოეთში მოღვაწე წარმატებულ ქართველ ქალებზე მოგიყვებით:

  • ქართველი გოგოები მსოფლიო სცენაზე: ყველაზე წარმატებული ახალგაზრდა მოდელები 
  • 5 ქართველი ქალის წარმატების ამბავი უცხოეთში 

Nini Iris

bregvadze

ნინი ბრეგვაძე საერთაშორისო მუსიკალური პროექტის ქართული ვერსიის - "ახალი ხმის" აღმოჩენაა. მომღერალმა The Voice of Georgia-ში მონაწილეობა ჯერ კიდევ 2012 წელს მიიღო, რამდენიმე წლის შემდეგ კი ქართულ "X ფაქტორშიც" გამოჩნდა. ბოლო რამდენიმე წელია, ნინი ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს. 

ლიზა ყენია

liz

ლიზა ყენია პატარა ასაკიდან გამოირჩეოდა თავისუფლებითა და დამოუკიდებლობით. ის საქართველოში არაერთ ცნობილ შოუში მონაწილეობდა და არაერთი გულშემატკივარიც ჰყავდა, თუმცა, საბოლოოდ, საცხოვრებლად ამერიკა არჩია და ახლა საკუთარ კარიერას იქ აგრძელებს.  

ნინი შერმადინი

shermadini

განსაკუთრებული პოპულარობა ნინიმ 2003 წელს მოიპოვა, როცა მონაწილეობა მიიღო პროექტში "ნუცას სკოლა".  იურმალაში, „ახალ ტალღაში“, მონაწილეობის შემდეგ პირველი ქართველი გახდა, რომელმაც ამ კონკურსში მიიღო მონაწილეობა.  იგი ბერძნულ X Factor-შიც მონაწილეობდა, სადაც მე-2 ადგილი დაიკავა და საბერძნეთში საკმაოდ პოპულარული გახდა.

ნათია თოდუა

todua

2016 წელს თოდუა საცხოვრებლად გადავიდა ბრუხზალში (გერმანია),  სადაც ოპერის პროგრამით დაიწყო მუშაობა. მომდევნო წელს მან მონაწილეობა მიიღო The Voice of Germany-ს მეშვიდე სეზონის შესარჩევ ტურში, რომლის წარმატებით გავლის შედეგად შეუერთდა ფინელი მუსიკოსის და ჯგუფ Sunrise Avenue-ს სოლისტის, სამუ ჰაბერის გუნდს. 2017 წლის 17 დეკემბერს The Voice of Germany-ს ფინალურ შოუში მან მოიპოვა შემოსული ხმების 50.1% და გახდა The Voice of Germany 2017-ის გამარჯვებული.

ელენე მახარაშვილი

elene

ელენე მახარაშვილი ერთ-ერთი პირველი ქართველი მოდელია მათ შორის, ვინც უცხოეთში წარმატება მოიპოვა. კარიერა თბილისში, ნინო ცქიტიშვილის სააგენტო Look Models-ში დაიწყო. მალე აზიის ქვეყნებში გაემგზავრა, შემდეგ კი სამუშაოდ პარიზში, მოგვიანებით მილანში წავიდა. ამჟამად ელენე ნიუ-იორკში, სააგენტო Next Models-ის კონტრაქტორია. 

მატილდა გვარლიანი

matilda

 მატილდა გვარლიანი თბილისში დაიბადა. მოდელობა Look Models Management-ში 14 წლის ასაკში დაიწყო. მატილდა გვარლიანი თანამშრომლობს ისეთ სააგენტოებთან, როგორებიცაა: Next Model Management (მილანი); Uno Models (მადრიდი, ბარსელონა); Munich Models (მიუნხენი) და Elite Copenhagen (კოპენჰაგენი).

ლიზა ბათიაშვილი

batiashvili

დაიბადა 1979 წელს თბილისში, მუსიკოსების, მევიოლინე მამის და პიანისტი დედის ოჯახში. ლიზას მამა, ასევე ცნობილი მევიოლინე თამაზ ბათიაშვილი იყო მისი პირველი მასწავლებელი ჯერ კიდევ 4 წლის ასაკიდან. მისი ოჯახი 1991 წელს გერმანიაში გადასახლდა. მოგვიანებით იგი სწავლობდა ჰამბურგის მუსიკალურ სკოლაში. 1995 წელს ლიზა ბათიაშვილმა იან სიბელიუსის სახელობის მევიოლინეთა საერთაშორისო კონკურსზე მეორე პრემია მოიპოვა.

ნინო ხარატიშვილი

nino

ნინო ხარატიშვილი დაიბადა 1983 წლის 8 ივნისს თბილისში. არის  გერმანულენოვანი ქართველი დრამატურგი, რეჟისორი და მწერალი. 

1995–97 წლებში სწავლობდა გერმანიაში, შემდეგ კი თბილისში დაბრუნდა და VI გიმნაზიის დამთავრების შემდეგ შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოდოკუმენტალისტიკის ფაკულტეტზე ჩააბარა. 2003 წლამდე გია ჭუბაბრიას ჯგუფში სწავლობდა. ამავე წელს ჩააბარა ჰამბურგის თეატრის აკადემიაში, დრამის რეჟისურის ფაკულტეტზე.

თათია ახალაია

tatia

თათია ახალაია სააგენტო IC MODELS MANAGMENT- ის საერთაშორისო მოდის სამყაროში 2017 წელს გამოჩნდა. მას შემდეგ ისეთ ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორებიც არიან: MIU MIU, Dolce & Gabbana, Givenchy, Emilio Pucci, Zuhair Murad, Roberto Cavalli, Christian Siriano და სხვები.