ეკა ამირეჯიბი სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებს: მსახიობს მამა გარდაეცალა - ეკამ ინფორმაცია სოციალურ ქსელში დაწერა:
მამა... რა სხვანაირი გახდა თვითონ ეს სიტყვაც გუშინდლის შემდეგ.
მიყვარხარ, გვიყვარხარ და ასე იქნება სულ…
“ეკუ” - ასეთი დაძახება მარტო შენ იცოდი
მადლობა სულ ყველაფრისთვის და მაპატიე, როცა კი არ ვყოფილვარ მართალი.
მიყვარხარ" - წერს ეკა ამირეჯიბი.
ეკა ამირეჯიბი
უმშვენიერესი ეკა ამირეჯიბი, განათლებით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ასევე პიანისტიცაა, თუმცა მოგვიანებით ტელევიზიაში აღმოჩნდა და ტელეწამყვანის ამპლუაში არაერთი წელი გაატარა.
ეკა ამირეჯიბი 2014 წელს გათხოვდა. მისი მეუღლე ჯგუფ „პორნო პოეზიის“ ვარსკვლავი გიორგი სიბაშვილი გახლდათ. წყვილის ქორწინებამ 2 წელიწადს გასტანა, რომელიც ჟურნალისტისთვის მეორე ქორწინება იყო. მეორე ქმართან დაშორება მეგაშოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ეკაზე და სტანისლავ ბონდარენკოს რომანზე თბილისში ჭორები დადიოდა. ჭორების ნამდვილობა არავის არ დაუდასტურებია, ამიტომ გახდა თუ არა ეს „რომანი“ ცოლ-ქმრის დაშორების მიზეზი, უცნობია.
"ძირითადად, მარტო ვცხოვრობ, ამას მიჩვეული ვარ. რაც დრო გადის, ვხვდები, რომ ძალიან ჭრელია ცხოვრება და ადამიანებიც ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. არ არსებობს წინასწარი გათვლები. რაც დრო გადის, მით უფრო ნაკლები პასუხი მაქვს რაღაცებზე. ქალს სხვადასხვა ეტაპზე ალბათ სხვადასხვა რაღაც სჭირდება. 10 წლის წინ სხვა რაღაც მჭირდებოდა – უფრო ხმაურიანი და აქტიური ცხოვრება, ახლა სხვანაირი სურვილები მაქვს. მირჩევნია, წავიკითხო, ფილმს ვუყურო, ვიმოგზაურო“, - ამბობდა ის.
ერთ-ერთ ინტერვიუში კითხვაზე, თუ როგორი ადამიანი არ იქნებოდა ეკა ამირეჯიბის გვერდით, მან ასეთი პასუხი გასცა: „ჩემ გვერდით არასდროს იქნება ისეთი ადამიანი, რომელსაც ბევრი ტრაბახი უყვარს ან უმრავლესობას ზემოდან უყურებს. ჩემ გვერდით არ იქნება ადამიანი, რომელსაც არ აქვს იუმორის გრძნობა, რადგან ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ. ჩემ გვერდით არ იქნება ისეთი ადამიანი, რომელსაც მე უნდა შევახსენო, რომ იქ ვარ და ჩემით უნდა დაინტერესდეს. არ მომწონს ინერტული ადამიანები, ადვილად რომ ეგუებიან ყველაფერს და არ შეუძლიათ საყვარელი ადამიანისთვის ბრძოლა, ან მარტივი სიურპრიზისა და დღესასწაულის მოწყობა. ჩემ გვერდით ვერ იქნება ასევე ის, ვისაც არ უყვარს ხელოვნება და მუსიკა“.