"მადლობელი ვარ შენი ყველა სიყვარულით სავსე ჩახუტებისთვის, სიტყვისა და საქციელისთვის..." - ჯორჯინა უზკატეგუის ეოციური მილოცვა ილია თოფურიას ვაჟს - Marao

"მადლობელი ვარ შენი ყველა სიყვარულით სავსე ჩახუტებისთვის, სიტყვისა და საქციელისთვის..." - ჯორჯინა უზკატეგუის ეოციური მილოცვა ილია თოფურიას ვაჟს

2024-11-22 11:18:48+04:00

"გილოცავ დაბადების დღეს, ჰუგო. შენი კეთილშობილება, სიყვარული, გონიერება და სიხარული, რომელიც მუდამ თან დაგყვება, ყველას გვაოცებს. მადლობელი ვარ შენი ყველა სიყვარულით სავსე ჩახუტებისთვის, სიტყვისა და საქციელისთვის. კიდევ ბევრ დაბადების დღეს დაესწარი და ყოველთვის ასეთი დიდი გული გქონდეს. წინ ლამაზი ცხოვრება გელის. საუკეთესო უფროსი ძმა ხარ და ჩვენ ძალიან გვიყვარხარ!" - წერს სოციალურ ქსელში ილია თოფურიას მეუღლე, ჯორჯინა უზკატეგუი და ილია თოფურიას ვაჟს, ჰუგოს დაბადების დღეს ულოცავს. 

topuria

ილია თოფურიას ოჯახი 

ილია გერმანიაში, ქართველი მშობლების ოჯახში დაიბადა. შვიდი წლის ასაკში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში გადავიდა, სადაც სკოლაში დაიწყო ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ვარჯიში.

2012 წელს, როცა თოფურია თხუთმეტი წლის იყო, მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში, სადაც მან დაიწყო ვარჯიში დაიწყო საბრძოლო ხელოვნებაში, „კლიმენტ კლუბში“. ის და მისი ძმა ალექსანდრე პირველი ქართველები არიან, ვინც ჯიუ-ჯიცუს შავი ქამრის მფლობელები გახდნენ.

"ცოლი როგორ გრძნობს და უყურებს, როცა ქმარს რაღაც სტკივა..." - ილია თოფურიასა და მისი მეუღლის კადრები, რომელიც 100 ათასზე მეტმა ადამიანმა ნახა 

2024 წელს UFC 298-ზე ქვემსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის ილია თოფურია დაუპირისპირდა ამ დივიზიონის ჩემპიონს, ალექს ვოლკანოვსკის და ნოკაუტით მოუგო ბრძოლა. ამ მნიშვნელოვან ბრძოლამდე ილიას 14-დან 14 მოგება ჰქონდა, ხოლო ვოლკანოვსკის 26 მოგება და 3 მარცხი. ალექს ვოლკანოვსკიმ ამ წონის ქამრის დაცვა 5-ჯერ შეძლო. ჯოშ ემეტის დამარცხების შემდეგ, თოფურიამ 8 თვე დაისვენა და სატიტულო ჩხუბით, რომელსაც მთელი საქართველო ასე ელოდა, გახდა პირველი ქართველი, რომელმაც UFC-ის ქამარი მოიგო!   

topuria

ეს დღე ქართველებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა და სწორედ ამ განსაკუთრებული ტიტულის შემდეგ გაიცნო ილია თოფურია საზოგადოების იმ ნაწილმაც, ვინც ამ სპორტით მანამდე დაინტერესებული არასდროს ყოფილა. 

  • "ჩემს ტკი­ვილ­თან ერ­თად, ამით ჩემ­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნე­ბის სათ­ქმე­ლიც მინ­დო­და მეთ­ქვა..." - ილიას დედის რთული გზა ომიდან შვილის ისტორიულ წარმატებამდე 

"ილიას პირველ მეუღლესთან ბიჭი შეეძინა, რომელიც სვეტიცხოველში მოვნათლეთ, მას ქართველი ნათლიები ჰყავს", - ამბობდა ილია თოფურიას ბაბუა. პატარა ჰუგო ახლა უკვე უფროსი ძმაა - ილიასა და მის მეუღლეს, ჯორჯინას, ქალიშვილი შეეძინათ. ჰუგო დასთან ერთად სიყვარულით სავსე ოჯახში იზრდება და მამის დიდი გულშემატკივარია - მას ილიას ბრძოლის დროს ყოველთვის ნახავთ ტრიბუნაზე.